გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს მათ, ვინც აღნიშნავთ.
მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ თამაშში მსაჯის გადაწყვეტილებებს და ავხსნა, ვინაიდან გაურკვევლობები არსებობს.
1. სედრიკის ხელზე არდადებული პენალტი-ხელზე თამაში აშკარა იყო, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ბურთი საჯარიმოში არ იყო. მაქსიმუმ ამ მომენტიდან ჯარიმა და სედრიკის ყვითელი გამომდნარიყო. ვარზე სავარაუდოდ შეხედეს, რომ ბურთი საჯარიმოში არ იყო და არ შეაჩერეს თამაში, ვინაიდან ყვითელზე და ჯარიმაზე ვარი არ გამოიყენება.. მსაჯს კი გამორჩა. ასე რომ, პენალტზე საუბარი არ არის.

2. აქვე ჯაკას გოლზე-ნკეტია თამაშგარეში იყო და ბურთსაც ეფარებოდა, თუმვა ნკეტიაზე წინ ლინდელოფი ეფარებოდა ბურთს და მაგიტომაც არ დაინიშნა თამაშგარე. აგერ ყოფილი მსაჯის კომენტარი
ეს გოლი რომ არ გასულიყო, მაგ შეტევაში იყო დიდი ალბათობით ტელესის ხელით თამაში საჯარიმოში. დაიდებოდა პენალტი და ტელესს გააგდებდნენ, ვინაიდან ყვითელი ჰქონდა ისედავ

3. საკას პენალტი- აქ მსაჯმა 100 პროცენტით სწორად იმოქმედა. ნკეტიას თამაშგარე გოლი გააუქმა და საკაზე დადო პენალტი, რავ გოლს არ ნიშნავს. თქვენს სასარგებლოდ მოიქცა ამ მომენტში, და პრეტენზია არ უნდა გქონდეთ.
4. რონალდუს თამაშგარე გოლი-თამაშგარე იყო, ერთიმეტრით თუ ერთი მილიმეტრით, თამაშგარე თამაშგარეა. ის, რომ არაფერს წყვეტდა ერთი მილიმეტრი, არასწორია, რადგან ასე არის წესი და მორჩა.
არსენალის მომენტებს თუ ითვლით აგერ ესეც უნდა აღვნიშნოთ:
5. ფერნანდეშის ყვითელი- ეგ იყო წითელი ბარათი და მსაჯმა დაინდო. სურათი ვერ მოვიძიე და თუ დაგაინტერესებთ, ეგ მომენტი კარგად ნახეთ, დარწმუნდებით, რომ წითელი იყო.
ხოდა მსაჯზე სალაპარაკო არ გაქვთ. მომენტებში არ გაგიმართლათ და არც გუნდი გყავთ კარგი. არსენალმა დამსახურებულად გაიმარჯვა და ეს უნდა აღიაროთ.
კარგი მწვრთნელი მოგდით და მგონია, მომავლის გუნდს ააშენებს, მომავლის იმედი უნდა გქონდეთ თქვენც