ზმეინის კუნძულზე განხორციელებული დარტყმების შესახებ, განცხადება გააკეთა სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.
მისი თქმით, ზმეინის კუნძულზე რუსეთის საგარნიზონე ძალებზე დარტყმები ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ახლაც გრძელდება და სწორედ ამიტომ მოითხოვს ის, ამ ეტაპზე დეტალების გასაუდუმლოებას.
"ჩვენ არ ვამხელთ მათ, რადგან მტერიც გვისმენს და გვკითხულობს. ამ დარტყმამ გარკვეული ზიანი გამოიწვია. ჩვენ ვხედავთ და გვესმის, რომ პერსონალის დაგროვება და ტექნიკის დაგროვება განადგურდა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ "პანცირის" საზენიტო სარაკეტო სისტემა ძლიერ დაზიანდა, შესაძლოა მთლიანად განადგურდა, ვიცით, რომ სარადარო სადგური ძლიერ დაზიანდა და არის მოწინააღმდეგის სხვა დანაკარგები, რომლებსაც ვიკვლევთ და მათ ვითვალისწინებთ. ოპერაცია მიმდინარეობს და ვფიქრობ, ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ დამატებით ინფორმაციას" - განაცხადა ჰემენიუკმა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 2 დღის წინ, კუნძულზე განხორციელებულ დარტყმებს, რომელშიც ჩართული იყო უკრაინული არტილერია, დრონები და პილოტირებადი ავიაცია, 49 რუსი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, განადგურდა 20-მდე სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ჰსთ გამშვები და სარადარო სისტემები.
თავდასხმები, ჯერ კიდევ გუშინ დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და განაცხადა, რომ უკრაინელთა მცდელობა ზმეინის კუნძულზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებით მომხდარიყო რუსული გარნიზონის განანდგურება, რუსულმა ჰსთ სისტემებმა მოიგერიეს.
ჩვენ გვაქვს სატელიტური ფოტოებიც, სადაც აშკარად ეტყობა კუნძულზე, სხვადასხვა ადგილას განხორციელებული დარტყმების კვალი, თუმცა ამ ეტაპზე შეუძლებელია რუსული დანაკარგების ზუსტი რაოდენობის თქმა
კითხვა თუ გაგიჩნდებათ
რატო შესცა რუსეთმა ამ კუნძUლს და რატო შეყავს მაგ მეოდნის ხელა აგდილზე ეტქნიკაო
პასუხი არის შემდეგი
მანდ განალაგეს ჰსთ
კრეისერ მოსკოვის ჩაძირვის მერე აკვატორიას ეხლა მაქედან აკონტროლებენ,ნუ ცდილობენ
ჩავთვალოთ გემი აქვთ მოწყობილი
თუმცა მიდის ბაგაბუგით დარტყმები სავარჯიშოდაც იყენებნ

მოკლედ
რუსო,კიდევ შეიყვანე ტექნიკა ზმეინზე
არ შეშინდე