საერთო ჯამში PL-ი გუარდიოლას გავლენის ქვეშ ექცევა

პრინციპში შეუძლებელიცაა სხვანაირად იყოს, იმიტომ რომ ტიპმა 5 წელიწადში 4-ჯერ მოიგო, თან ძააან კლასნი და სანახაობრივი ფეხბურთით..
არტეტა, ტენხაგი, ახლა უკვე პოტერი - ეს ფაქტობრივად ერთი ხელწერაა და ის ფილოსოფია, რომელსაც გუარდიოლა წარმოადგენს 2008 წლის შემდეგ..
კლოპმაც კი თავისი გეგენ პრესინგი დიდი ხანია შეცვალა ამ აკადემიური და პასებზე / ფლობაზე ორიენტირებული ფეხბურთით.. იმიტომ რომ გუარდიოლას
თითქმის არაფერი აუღია კლოპოს სტილისგან, ჯიუტად თავისი სტილის და სისტემის პერფექციით იყო დაკავებული..
ერთადერთი კონტეა უკანასკნელი მოჰიკანი

მაგრამ კონტემ 2016 / 2017-ში როდესაც შედეგი დადო, მაშინ ბევრმა PL-ს კლუბმა, დაჟე პეპმაც კი დაიწყო
3-5-2 სისტემის დანერგვა და ექსპერიმენტები, თუმცა ეგ დიდხანს არ გაგრძელებულა..
ჩელსის ამერიკელი მეპატრონე როგორც ჩანს ეგეთ მუშაობასაა მიჩვეული, ვინცაა საუკეთესო იმის გზას იმეორებს და ცდილობს აჯობოს ნელ-ნელა.. ამიტომ წაიყვანეს
სტერლინგი, უნდოდათ აკე და მგონი ჟესუსაც, პლიუს სიტის ყოფილი ბორდის წევრი დანიშნეს ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე და ეს პოტერიც მთელი წლების მანძილზე
გუარდიოლას ფავორიტი იყო, ყოველთვის აღნიშნავდა რომ სიამოვნებით უყურებდა PL-ში ორი გუნდის თამაშს ხოლმე: ბრაიტონს და ლივერპულს

მაგრამ ჩემი აზრით ტუხელის დატოვება ჯობდა და საკუთარი სისტემის, მეთოდოლოგიის შემუშავება... ყველამ თუ გუარდიოლას ფუტბოლი შეუბერა, შარლატანს შარლატანობაში
აჯობო ცოტა ძნელი წარმოსადგენია... ისევ კონტეზე ვდებ ფსონს ამ სეზონში და მგონია რომ ეგ იქნება მთავარი კონკურენტი...
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი