ჟოტას გოლმა ყველაფერი დანარჩენი კი გადაფარა. მაგრამ საუკეთესო ალბათ გაკპო იყო. ჟოტა მაგარია, ოღონდ კლოპის მანქანაში არ არის 90 წუთის კაცი.
გაკპოს ასისთი დიასზე იოლი გასაკეთებელი არ იყო. სალაჰის პასი ძლიერი იყო, გაკპომ გრძელი ფეხებით ხაზზე მიუსწრო და შემოატრიალა. ბევრი სხვა ფეხბურთელი ამ ბურთს ვერ მიუსწრებდა.
სეზონის პატარა შეჯამება:
გვინდოდა ფორვარდი. მოიყვანეს ფორვარდი, რათა მომენტები უკეთესად გამოგვეყენებინა.
მოვიდა დარვინი, რომლის ფინიშინგი ჯერ-ჯერობით საშინელებაა.
დარვინის მოსვლიდან 6 თვეში მოვიდა კოდი გაკპო, რომელიც იდეაში ცენტრფორვარდი არცაა, მაგრამ დარვინზე უკეთესი ფინიშინგი აქვს: უკეთესი ტექნიკა აქვს, ბურთს ანაწილებს, ცრუფორვარდს თამაშობს, სივრცეებს ხსნის. ათლეტურია და თავით კარგად თამაშობს. ცხენივით დარბის კონტრპრესინგზე.
ფაქტია გაკპო უფრო მცირე დროში, დარვინზე უკეთესად ადაპტირდა ლივერპულის სისტემასთან. რისი მიზეზები შეიძლება იყოს: ევროპული საფეხბურთო განათლება და ინგლისური ენის ცოდნაში ნუნიესთან უპირატესობა...
დარვინის უპირატესობა გაკპოსთან არის სისწრაფე. დარვინი ერთ-ერთი საუკეთესოა სპრინტში. მაგრამ ტექნიკასა და ბურთის ფლობაში პრობლემები თვალშისაცემია.
არ ვიცი ზაფხულის პრესეზონზე, კლოპმა რა შელოცვა უნდა ჩაუტაროს დარვინს რომ ძირითადში ადგილი დაიმსახუროს. ამ მომენტში მარცხენა ვინგერად თუ გამოდგება სისწრაფის ხარჯზე. მეტი ვერაფერი. მაგრამ მარცხნივ ბევრი ხალხი გვყავს.
ამ შემტევებში დარვინი საპატიო მეხუთე არჩევანის შემტევია. ანუ დივოკ ორიგის ფუნქციას ასრულებს.
მთლიანობაში ემოციური მატჩი გამოდგა. დღევანდელი დღის კადრი. ლუის დიასი - რა ემოციით აღნიშნა გოლი. გადმოაფქვია რაც დაგროვილი ჰქონდა. 6 თვე მოწყვეტილი იყო მოედანს.
This post has been edited by rati nwt on 1 May 2023, 00:51