არსენალთან პირველ წუთზე, როდესაც საკა გაგვექცა და მარტინელიმ გაიტანა. იქ ვიეჭვე თამაშგარე, ხაზები არ გაავლეს და გოლი ჩათვალეს. ჩაიარა ეპიზოდმა.
ახლა ამბობენ საკა ისეთ პოზიციაზე იდგა, კამერების მიერ მისი დაფიქსირება ვერ მოხდა და ეპიზოდი ვერ გადამოწმდა - საკა იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობაში. შემოწმების გარეშე ჩათვალეს გოლი.
აღმოჩდა რომ შეცდნენ. საკაზე იყო თამაშგარე და არ უნდა ჩათვლილიყო მარტინელის გოლი.

ჟეზუსზე დანიშნული პენალტი კიდევ გატარდა. მაგრად მოგვაჯდნენ და ბურთი ვერ ამოვიტანეთ. შეცდომები დავუშვით. ჯანდაბას.
ახლა ცივ გონებაზე. ჟესუსზე 100%-იანი პენალტი არ ყოფილა.
ის თუ პენალტი იყო, მაშინ გაბრიელ მაგალაესზეც უნდა დაენიშნათ პენალტი.
გასაგებია კრიზისია. ლივერპული საკუთარ თავს აღარ ჰგავს. ვერ ვითამაშეთ ისე როგორც წინა წლებში, მაგრამ ფაქტია სამი უმნიშვნელოვანესი მომენტი ლივერპულის საწინააღმდეგოდ გადაწყდა.