ჩემი ბრალია მერე ყველა რო დაემტვრა?

მაგის სამედიცინო შტაბია რავი, მაგის მიყვანილია ეგ ხალხი მანდ.
პოგბას და დი მარიას ტრანსფერზეც მაგან არ მისცა დაბრო? ორივე 30-ს მიკაკუნებული ფეხბურთელი, ტრავმებისკენ მიდრეკილი.
ერთი ფეხბურთელი დამისახელე რომელიც ალეგრიმ გახსნა და აათამაშა?

პირიქით ბევრი მახსენდება, დედა რო #####ნა.
დიბალათი დაწყებული.
ცირკია ეგ კაცი, პირლო რო გააგდო მილანიდან, კონტემ რო დაიმატა მერე და ზედიზედ სამი წელი სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშე რო გახდა ანდრეა, მაგხელა გაყრა სხვა მწვრთნელზე არ მახსენდება
ინტერზე იხსენებენ ხოლმე, პირლო ვერ გამოიყენეს, ზეედორფი ვერ გამოიყენესო.
პირლო ინტერში ახალგაზრდა იყო და ეგეთი ჩეპე ბევრს მოსვლია, აი მილანს რაც მოუვიდა, ალეგრის თაოსნობით, ეგეთი რავი. აჩუქეს იუვენტუსს ჰეგემონია, პირლოს ტრანსფერით.
კონტეა არადა ძაან დიდი.
რაც მაგან იუვენტუსში გააკეთა ეგ არის ძაან რთული.
მილანიდან გამოგდებული პირლო აათამაშა, ვიდალი აქცია სტარად, მარკიზიოს ტოპ ფეხბურთი ათამაშა, ტიპი ქარხნის მუშა იყო. ბარძალი ლამის სამოყვარულო დონეზე იყო და ჩემპიონატის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დაცვითი ტრიო შეკრა.
ჩაყლევებული მენტალიტეტის მქონე გუნდს ანბითენით მოაგებინა ჩემპიონატი, მომდევნო სეზონში რეკორდი დადო ქულების.
გაამზადა და გამართა გუნდი წელში, მერე მოვიდა ეს შარლატანი, დაუმატეს ტრანსფერები, გავიდა ფინალში ორჯერ და წააგო ორივეჯერ უშანსოდ, მანდ შეიქმნა ამის ტოპ ტოპ ტოპობის მითი.
პროსტა კონტე რომ ევროპულ ფეხბურთში ჩაჯმულია ეგ ჩრდილავს ბევრად მის კარიერას, თორემ რაც მაგას აქვს გაკეთებული ალეგრის მაგის ნახევარიც არ აქვს, რომ ჩაუღრმავდე. იმენა ხის კუნძი რომ მისცე მაგასაც ათამაშებს და გამოწურავს.
ინტერში რაც აქვს გაკეთებული არასდროს დამავიწყდება, ძაან რთულია 11 წელია მოგება რომ არ იცის გუნდმა რა არის და თავდაჯერება რომ არ აქვს, მიხვიდე და ჩემპიონი გახადო, თან კონკურენტის 9 წლიანი ჰეგემონია დაასრულო.
გაიტანა პორტუგალიელმა კვარაცხელიამ