ცოტას დავწერ ვინმეს თუ აინტერესებს რა ხდება გუნდში
რეალურად დიბალას ფეირ-პლეის წესის გამო ყიდდნენ , გასაყიდი ფეხბურთელებიდან ფული ფაქტიურად არ შემოდის . 16 მილიონად ყიდდნენ და მგონი საკმარისი იყო გაყიდული ფეხბრუთელებიდან შემოსული თანხის შესავსებად . + გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო ხელფასების შემცირების პოლიტიკის ანუ 16 მილიონი დიბალასი + ის თანხა რასაც დიბალას ხელფასებში გადახდილი თანხა იზოგებოდა .

ტრანსფერებს რაც შეეხება - მე არ მომწონს .
გუნდში მარჯვენა მცველი ვერ მოუყვანიათ ერთი 7 წელია . რიკ კარსდროპი რატო ფსიქიატრიულში არ გამოამწყვდია მაურინიომ , ტიპს ხელფასი 2,3 მილიონი აქვს და ყველაფერს არეჯექტებს , გუნდიდან ფაქტიურად გარიცხულია ცალკე ვარჯიშობს და თურქეთიდან ქონდა შემოთავაზება და იუარა , ხელფასის გამო . ეგ წავიდეს ამ გუნდიდან , ყველაზე მაგარ ტრანსფერად ჩავთვლი . მაგის შემცვლელი ჩელიკი = კატასტროფა მმრჯვენა დაცვის ფლანგზე
მარცხნივ ისეთი ყვერი მოიყვანეს ანხელინოს სახით რომ რითი ვიყო გამორჩეული რითი ვიყოო და 69 ნომერი აიღო მაგ გოიმმა . შემცვლელად ვიღაც შვედი ბIჭი მოიყვანეს შვედეთის ჩემპიონატიდან .
ანუ ორი ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი როგორიც ფლანგის მცველებია -ფაქტიურად 10 ქულიდან 5-ს თუ დაიმსახურებენ .
ცენტრშI 23 მილიონად ლე ფე წამოიყვანა სპორტულმა დირექტორმა - არ ვიცი რა ბიჭია ჯერ მაგრამ ცენტრში დიდი კონკურენციაა და ამგხელა თანხის გასროლა როცა ასეთ შეზღუდულ ფეირ პლეიში ხარ არ ვიცი რამდენად ღირებულია - თუმცა დე როსის მოსწონს ეს ფეხბურთელი . ეგ ტრანსფერი სუფთა სპორტული დირექტორის "საჩუქარია" . წამოიყოლა საფრანგეთიდან .
სიულე - იდეაში დიბალას შემცვლელი , შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი 26 მილიონი გადახდილი არაა ცუდი ტრანსფერი მაგარმ ისევ ამ გუნდისთვის მაქსიმუმი გამოწოვა იუვენტუსმა 1 თვე სდიეს ამ ფეხბურთელს + გაყიდვისას პროცენტებს იუვენტუსი წაიღებს 10%
დოვბიკი - ბოლო წამს იმიტომ შეცვალა ატლეტიკოს წინადადება რომ რომას მფლობელები და გირონას მფლობელები მეგობრები არიან . 30 მილიონი გადახდილი - არც ეს არ მომწონს . ჯონათან დევიდი უფრო გამისწორდებოდა ლილიდან წამოეყვანათ თუმცა ის მინიმუმ 5-6 მილიონს ითხოვდა ხელფასს , დოვბიკს 3.5 აქვს .
კიდე ვიღაც 17 წლის მარჯვენა მცველი წამოიყვანეს ლევანტედან და სკამის მეკარე უფასოდ ალკმაარიდან .
რაც მთავრია გაყიდვები :
საშინელი
0 ღირებულება . ვერავის ვერ ყიდიან .
ტამია გასაყიდი ერთი 20 მილიონად როგორ ვერ იყიდება მიკვირს .
კრისტანტესაც გავყიდიდი
ბოვეს ყიდიან - ამას დავტოვებდი , მაგარი მებრძOლი გულიანი ტიპია , რომაელია .
ზალევსკი პოზიციით მცველი რატომ დგას ვინგერზე ნეტა ვინმე თუ დაუსვამს დე როსის მაგ კითხვას .
მარჯვენა მცველად ბელანოვა უნდა დე როსის მოთხოვნაა და რაც ზაფხული დაიწყო იმის მერე იწერება და ვერ მოაბეს თავი - ანუ ვერ შეუსრულეს მოთხოვნა .
რასაც დავაკვირდი
ჯერ იყო და მონჩიმ ესპანელებით ამოტენა გუნდი
მერე პინტომ პორტუგალიელებით
ეხლა ეს საფრანგეთიდან ეზიდება ხალხს .
ყველაზე მაგარ ტრანსფერად ჩავთვლი , იმას , რომ ეს ტიპი აღარ დავინახო გუნდში . იმენა მაღიზიანებს ამას რომ მოედანზე ვხედავ
This post has been edited by Corvette on 23 Aug 2024, 02:14