ესეიგი . ამათ სიფარჩაკეს ჩამოვწერ კიდევ ერთხელ და მეტს აღარ .
ტრანსფერები დაიწყო იმითომ რომ დე როსი ითხოვდა მარჯვენა მცველს კონკრეტულად ბელანოვას ტორინოდან - ტორინომ ფასი დაადო 20-30 მილიონამდე . მარტო ამ ერთ პოზიციაზე სადღაც 2 თვე მიდიოდა საუბარი , ასევე განიხილებოდა ფეხბურთელის დამატება რომას მხრიდან .
დე როსი ითხოვდა მარცხენა ვინგერს კერძოდ კიეზას . კიეზამ ილოდინა ლიგაზე მინდა თამაში და კი ამოყო თავი ლივერპულში .
მარჯვენა მცველად არავინ არ მოიყვანეს გარდა საუდის არაბეთის ლიგიდან ვიღაც X და ძირითადში დარჩა ჩელიკი - ეს ერთი შეცდომა .
მარცხენა დაცვაში ანხელინოს კონკურენტად მოუყვანეს შვედეთის ლიგიდან გამუცდელი ბიჭი - ეს ორი შეცდომა .
ანუ დაცვის ფლანგებზე არიან ანხელინო , ჩელიკი და შემცვლელელბი 2 გამოუცდელი ტიპი .
ცენტრში რა ხდება ეხლა . ძირითადი მანჩინი - ნდიკა . არ გამოისყიდეს არც ლორენტე და არც ჰუისენი . სმოლინგი არაბეთში მიდის ამ დღეებში . გაწელეს ეს პროცესი მესამე ცენტრალური მცველის ძებნა და თურმე აღმოჩნდა რომ ჭირდებათ . ტრანსფერების დახურვამდე გავიდნენ კევინ დანსოზე იხდიდნენ 25 მილიონს , ჩამოიყვანეს შეამოწმეს და გულის პრობლემები აღმოაჩნდა . გაიამზა ესეც . მთელი 3 თვე რას აკეთებდნენ . მიდგნენ-მოდგნენ და უფასოდ მოიყვანეს ჰერმოსო ატლეტიკოდან და ჰუმელსზეც დიდი შანსია დაამატონ . კიდევ ერთი შეცდომა - ნაჩქარევად ტრანსფერების ბოლო დღეს გაკეთებული ან არ გაკეთებული ტრანსფერები .
ეხლა ნახევარდაცვა
დე როსი იძახდა ცენტრში "კუნთები" მჭირდებაო - ადგნენ და ტრანსფერების ბოლო დღეს დაკუნთული კონე მოუყვანეს . აუსრულეს სურვილი - ვნახავთ ერთი რა ბიჭია და როგორ გამოიყენებს .
პირველი ტრანსფერი სპორტულმა დირექტორმა წამოიყვანა რენიდან ფეხბურთელი რომელშიც გადაიხადეს 25 მილიონი . დე როსის ალბათ თვალითაც არ ენახა ლე ფე .
კრისტანტე ვერ გაყიდეს .
და გაალოანეს კლუბის აღზრდილი ბოვე რომელიც რეალურად ლე ფეში გადახდილ იმხელა თანხას შეეწირა . დე როსი მაინც რამ გამაოშტერა ეს რომ გაასხვისებინა . რომაელი ბიჭი , შემოდიოდა გულით თამაშობდა , ენერგია შემოქონდა თამაშში . უნდა ვიცინო ერთი ვერ გაამართლოს იმ გადახდილმა 25 მილიონმა .
სიულე - იუვემ ბოლომდე გამოწოვა გუნდი დაახლოებით 30 მილიონად იყიდეს . იყიდეს იმიტომ რომ ელოდნენ დიბალას წასვლას და იდეაში მის შემცველლად მოიყვანეს . მოხდა ისე რომ 30 მილიონი იგივე პროფილის იგივე მემარცხენე ფეხით შემტევი ტიპის ფეხბურთელი დაიმატეს . როგორ უნდა ათამაშონ ეს ორი ერთად მოედანზე ვნახავთ მაგას .
ამ დროს მარცხენა ფლანგზე რა ხდება ? შაარავია მხოლოდ მემარჯვენე ფეხი .
ამ დროს შეტევაში რა ხდება ? ცდილობენ აბრაჰამის და შომუროდოვის გაყიდვას . არცერთი არ იყიდება და აბრაჰამს დროებიტ ცვლიან სალამაკერსში ანუ მარცხენა ფლანგი გააძლიერეს სალამაკერსით

მილანი კიდევ აბრაჰამით რომელიც 10-15 გოლს გაიტანს თავისუფლად . შომუროდოვი იტანს პირველ ტურში გოლს და დროც აღარ რჩება საძებნელად ახალი ფეხბრუტელის მოსაყვანად და დობვიკის შემცვლელად რჩბეა გუნდში უზბეკი

ხო მაგარი შეტევაა ?
110 მილიონი დახარჯეს ამ ზაფხულს და როგორ დააკომპლექტეს გუნდი ჩანს იმით რა ფაქტებიც დავწერე . სრული კატასტროფა .
ეს გუნდი გაიტანს დაახლოებთ 50 გოლზე ცოტა მეტს ალბათ და ეს კარგი შედეგი იქნება
დე როსი ცოტა ხო არ გამოშტერდა ? მერამდენედ აკეთებს უკვე რომ პოზიციით ერთადერთი მარცხენა შემტევი ელ შაარავი სკამზე ყავს დალპობილი და ზალევსკი შემოყავს მის პოზიციაზე როდესაც მტელი ზაფხული ამ ტიპის გაყიდვას ცდილობდნენ და რომელიც პოზიციიით მცველია .
დაცვის ფლანგების შეგნებული წინ არ წასვლა ან იმიტომ რომ არ შეუძლიათ მერე უკანაც ყურადღებით ყოფნა ან უბრალოდ ეშინია მწვრთნელს და გუნდის ტაქტიკა ეგეთია . ანუ შეტევას აკლდება პოტენციური სახიფათო მომენტები ან მწვრთნელის გამო ან ფეხბურთელების სისუსტის და ბანძი სატრანსფერო პოლიტიკის გამო ეს რომ დაუშვეს .
ან ბოვე როგორ გააშვებინა? ბიჭი მართლა თავს დებდა მოედანზე .
და იმედია საბოლოოდ არ გამოშტერდება და დიბალას ხელს არ ახლებს როგორც მაგალითად გუშინდელ თამაშში სკამიდან რო დააწყებინა .