დავიდ ვილია
მარად ასტურიელი მოზარდი

        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 142004
წევრი No.: 101362
რეგისტრ.: 1-October 09
|
#59537416 · 23 Aug 2022, 14:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა სალთ ლეიქ სიტიში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და კომენტარი მერაბ დვალიშვილის შესახებაც გააკეთა.
როგორც ჩანს, ამერიკელი პრომოუტერი უკმაყოფილოა, რომ ქართველს თავის მეგობარ ალჯამეინ სტერლინგთან ჩხუბი არ სურს და 'მანქანა', ძირითადად, გააკრიტიკა.
"რა თქმა უნდა, მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. მიყვარს ჟოზე ალდო, მაგრამ დღეს შეტევა არ ჰქონდა. მერაბს კი ისეთი არაფერი შემოუთავაზებია, რომელიც დაგვანახებდა, რომ ტიტულზე ჩხუბი სურს. როცა მის ჩემპიონ მეგობართან ბრძოლაზე ჰკითხეს, პასუხი არც ამ შეკითხვას გასცა. ჩვენ მებრძოლებს სიგნალსა და შანსებს ვაძლევთ, რათა გაიბრწყინონ, თუმცა დვალიშვილისგან დღეს ეს ვერ დავინახეთ. როცა ასეთ ადგილას ჩხუბობ, ასეთ ქარდში ჩაგსვამენ, შენს დივიზიონში განაცხადის გაკეთებას უნდა ეცადო. მესმის ის, რომ ჟოზე ალდოს ეჩხუბებოდა, თუმცა, მიმაჩნია, მერაბს დღევანდელ საღამოს საკუთარი თავისთვის ბევრი სარგებელი არ მოუტანია."
რასაკვირველია, UFC-სთვის მეგობრების ბრძოლა ძალიან კარგად გაყიდვადი პროდუქტი იქნება, შესაბამისად ორგანიზაციას ალჯოსა და მერაბის ჩხუბი სურს. უაითს არასდროს დაუმალავს, რომ სტერლინგის მიმართ დიდი სიმპათიებით განწყობილი არ არის და უკვე, მერაბ დვალიშვილის შესახებაც იმავეს თქმა შეიძლება. UFC-ის საკუთარი ინტერესები აქვს, პრომოუშენს გაყიდვადი მებრძოლები და პროდუქტი სურს, ალჯოსა და მერაბის მეგობრობა, მათთვის წმინდათა შორის წმინდა ღირებულება ნამდვილად არ არის და მსგავს განწყობებს არც უნდა ველოდოთ. აღსანიშნავია ისიც, ქართველი კარიერის ყველაზე მსუბუქ წონაში გაგრძელებასაც განიხილავს, ამ დივიზიონის ქამარზე ჩხუბის მთავარი პრეტენდენტი ბრენდონ მორენო კი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ქართველს გამარჯვების შემდეგ ინსტაგრამ პოსტზე დაუკომენტარა - "გილოცავ, ძმაო!"
ქელ სონენმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და მას რჩევა მისცა
დვალიშვილის ჩხუბზე: "ჩვენ ვიცით, ვინ არის ჟოზე ალდო - ყველა დროის საუკეთესო ნახევრადმსუბუქ წონაში, რომელიც 11 წლის მანძილზე არ აგებდა. ეს არის მებრძოლი, რომელსაც ჭიდაობის დაცვა იმ დონეზე აქვს, რა დონეზეც ჯორჯ სენ პიერს შეტევა ჰქონდა. ბრაზილიელი დგომში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია. თუმცა ვინ არის მერაბ დვალიშვილი? მერაბი ქაოსია, მერაბი კონკურენტია, მერაბი სულ შენს სახესთანაა, მერაბი თავს არასდროს განებებს… მერაბ დვალიშვილი უკანალის ტკივილივითაა, რომელიც საშინლად გაწუხებს, მაგრამ არ იცი, რა მოუხერხო. ამავდროულად, ქართველი არაამქვეყნიურად კეთილი ადამიანია."
…მერაბის მომავალზე: "გასაგებია, ჟოზე ალდომ, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს ან ბოლო მატჩი დომინიკ კრუსთან ჩაატაროს, მაგრამ რას უპირებენ მერაბს? ალჯოსთან ჩხუბი არ უნდა და ეს გასაგებია. ადამიანი მის კუთხეში იდგა, მისი ახლო მეგობარია, სპარინგ-პარტნიორი. მერაბმა გასაგებად თქვა, აღარ მკითხოთ, სტერლინგს არ ვეჩხუბებიო. სიმართლე გითხრათ, არც მე მომწონს, ამ ორი ბიჭის დაპირისპირებას რომ ცდილობენ. დვალიშვილი პასუხისას ძალიან გულწრფელი იყო, ალჯოზე მისი საუბარი ძალიან სასიამოვნოდ ჩამესმა."
მთავარ პრობლემაზე: "შეუძლებელია, დვალიშვილის იგნორირება დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა. მეც კი, ადამიანმა, რომელიც ამ სპორტში სრულად ვარ ჩართული, გასულ სამშაბათს გავიგე, რომ ჟოზე ალდო ისეთ ბიჭს ეჩხუბება, რომელიც ჩემპიონის ახლო მეგობარია და ტიტულზე ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად განიხილება. არსად მომისმენია, არც მენეჯერებისგან, არც მედიიდან, არც UFC-დან, არავის არაფერი უთქვამს, შემთხვევით შემხვდა და წავიკითხე. როცა ამ ბიზნესში ჩაერთვები, უნდა გაითვალისწინო, რომ სკალაზე ხარ. ვინ არის ყველაზე ჭკვიანი? ვინ არის ყველაზე ლამაზი? ყოველთვის განიხილავენ, ყოველთვის ბჭობენ. MMA-ში მყოფ ადამიანს არჩევანი არ გაქვს. როცა ხედავ შონ ო'მალის, რომელიც ყველა გამოცემის სათაურს იპყრობს, შენც ის თამაში უნდა ითამაშო, თან სულ! თუ იცი, რომ შენი მოწინააღმდეგე 5 მილს დარბის, შენ 3 მილის სირბილით ვერ აჯობებ, 5 მილი უნდა ირბინო - სხვა არჩევანი არ გაქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ სპორტით ვცხოვრობ და ალდო რომ წონის მთავარ პრეტენდენტს ეჩხუბებოდა, კურსელების ჩატიდან გავიგე, ეს დიდი პრობლემაა. არ ვიცი, როგორ აპირებს მერაბი ამ პრობლემის გადაჭრას, შეიძლება ვიღაცას არც ადარდებდეს და ასეთი სპორტსმენებს თავიანთი გზა აქვთ."
…რა უნდა გააკეთოს მერაბმა: "ქართველი სუპერმსუბუქი წონის ტოპ მებრძოლია, დიდხანს იგნორს ვერ გაუკეთებ იმას, რაც მოხდა (ალდოს დამარცხება), დიდი ხანი ვერ დამალავ მერაბის წარმატებას, ვერ უარყოფ იმას, რომ ეს ბიჭი MMA-ის ყველა კომპონენტში ძალიან კარგია და შესაძლოა, ყველაზე სახიფათო მებრძოლიც არის. აღსანიშნავი ისაა, რომ განვითარება კვლავ შეუძლია. მისი ინტერვიუ მოვისმინე, მომეწონა, საინტერესოა, ძალიან კეთილია. ყველას უნდა, თავი კარგ ბიჭად წარმოაჩინოს, მათ სატყუარას არ მივიღებ, მაგრამ დვალიშვილის მჯერა. მიმაჩნია, რომ მერაბმა საკუთარი თავის რეკლამირებისთვის მეტი უნდა გააკეთოს და ის ხალხს მოეწონება, ის პოპულარული ბიჭი გახდება და ყურადღების ისეთ ცენტრში მოექცევა, როგორსაც იმსახურებს."
კაროჩე მეტი პიარი უნდა მერაბას რაა
--------------------
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი
|