12.8. აბონენტი თანხმობას აძლევს კომპანიას, განახორციელოს მის (აბონენტის) შესახებ არსებული
პერსონალური მონაცემების დამუშავება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-2 მუხლის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არა
ავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას;
12.9. აბონენტი თანხმობას აძლევს კომპანიას დაამუშავოს და გამოიყენოს მის (აბონენტის) შესახებ
არსებული პერსონალური მონაცემები, „კომპანიის“ სასარგებლოდ, მათ შორის, გასცეს/გაამღჟავნოს მესამე
პირებზე აბონენტის დამუშავებული პერსონალური მონაცემები, საკუთარი მარკეტინგული, სარეკლამო, ინფორმაციული ან სხვა კომერციული დანიშნულების მქონე ინფორმაციის მიწოდების მიზნით; აბონენტის
პერსონალური მონაცემების კომპანიის მარკეტინგული, სარეკლამო, ინფორმაციული ან სხვა კომერციული
დანიშნულების მქონე ინფორმაციის მიწოდების მიზნით დამუშავებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აბონენტი
უფლებამოსილია წერილობით ან ელექტრონულად განაცხადოს ამგვარი უარის შესახებ ამ სააბონენტო
ხელშეკრულების ხელმოწერამდე ან/და ნებისმიერ დროს სააბონენტო ხელშეკრულების ხელმოწერისა და
ძალაში შესვლიდან;
12.10. აბონენტი თანხმობას აძლევს კომპანიას, განახორციელოს მის (აბონენტის) შესახებ არსებული
პერსონალური მონაცემების დამუშავება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-2 მუხლის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად მესამე პირთა სასარგებლოდ, მათ შორის, გასცეს/გაამღჟავნოს მესამე
პირებზე აბონენტის დამუშავებული პერსონალური მონაცემები, მესამე პირების მარკეტინგული, სარეკლამო, ინფორმაციული ან სხვა კომერციული დანიშნულების მქონე ინფორმაციის მიწოდების მიზნით; აბონენტის
პერსონალური მონაცემების მესამე პირების მარკეტინგული, სარეკლამო, ინფორმაციული ან სხვა
კომერციული დანიშნულების მქონე ინფორმაციის მიწოდების მიზნით დამუშავებაზე უარის თქმის
შემთხვევაში, აბონენტი უფლებამოსილია წერილობით ან ელექტრონულად განაცხადოს ამგვარი უარის
შესახებ ამ სააბონენტო ხელშეკრულების ხელმოწერამდე ან/და ნებისმიერ დროს სააბონენტო
ხელშეკრულების ხელმოწერისა და ძალაში შესვლიდან;
12.11. აბონენტი თანხმობას აძლევს კომპანიას, მისი პირადი მონაცემები მიუთითოს კომპანიის სააბონენტო
ცნობარში (მათ შორის, საჯარო ბეჭდურ ან/და ელექტრონულ ცნობარში) და აბონენტის თაობაზე ცნობარში
შეტანილი მონაცემები კომანიის მიერ საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების გაწევის მიზნით, მიეწოდოს
მესამე პირებს; აბონენტის პირადი მონაცემების კომპანიის სააბონენტო ცნობარში (მათ შორის, საჯარო
ბეჭდურ ან/და ელექტრონულ ცნობარში) მითითებაზე და აბონენტის თაობაზე ცნობარში შეტანილი
მონაცემები კომპანიის მიერ საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების გაწევის მიზნით მათი მესამე
პირებისთვის მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აბონენტი უფლებამოსილია წერილობით ან
ელექტრონულად განაცხადოს ამგვარი უარის შესახებ ამ სააბონენტო ხელშეკრულების ხელმოწერამდე ან/და
ნებისმიერ დროს სააბონენტო ხელშეკრულების ხელმოწერისა და ძალაში შესვლიდან;
არ დაგნებდბი