(მე)იყოს ლურჯი ლამაზია
წაარმატებები
* * *


ზელია ჩავიდ იზიუმში
ჩავიდეს ბა პუტინი დონეცკში
იარაღიან ჯართან თუ ეგეთი მაგარია
+ წლის დმიანდ დსახელდა
კრივოი როგელი მასხარა
პუტინის ადგილას თავს მოვიკლავდი
* * *
რს ფირობთ აბა
სფენდ 4 სეზონს ინ ჯორჯიაში გაზიარდა
გამარჯობა
დიდი გამოხმაურების და თხოვნის შედეგად გიზიარებთ კიდევ ერთ პოსტს აფხაზეთზე
მე ქეთი ვარ, 19წლის, დავიბადე გალში, აქ გავიზარდე და დავამთავრე სკოლა, ალბათ მოგეხსენებათ სწავლით დანარჩენ საქართველოში რომ ვსწავლობთ უმეტესობა, რადგანაც აქ მიმდინარეობს სრულიად რუსული სწავლება უნივერსიტეტში და თან ჩვენზე ბულინგიც მიმდინარეობს იყო ამის ფაქტებიც, რის შემდეგაც სასწავლებლად ნაკლებად მიდიან ბავშვები სოხუმში,
იყო ბევრი კითხვა თუ როგორ გადავაადგილდები, იმისდა მიუხედავად რომ აქაური მაცხოვრებელი ვარ, აფხაზურ პასპორტს რადგანაც არვაღიარებ მუდმივად პრობლემაა ჩვენი საბუთი, 5წლის ასაკიდან მივმართავდი "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთას, ტყეში, მუხლამდე ტალახში, ყელამდე წყალში თან ზამთარ-ზაფხულ მიწევდა ამგზების გადალახვა, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გადასვლა, ახლა მაქვს დროებითი მაცხოვრებლის საბუთი გარკვეული ვადით, ვსწავლობ თბილისში მესამე კურსზე ვარ, ძალიან ვრცელი პოსტი გამომივა ამიტომ არმოვყვები ბევრს რამეს,
აქაური მდგომარეობა გაინტერესებდათ კიდევ, ახალგაზრდებს გასაქანი არ აქვთ, გალის რაიონში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს ვგულისხმობ თორე სოხუმს იქეთ დასაქმებაც არის აფხაზებისთვის და გართობაც
უამრავი მიტოვებული სახლია რეგიონებში, რამდენგან კი აფხაზები დასახლდნენ
იკითხეს ასევე ახალგაზრდებს მაინც არაქვო უკეთესი განწყობა? ათაში ერთს აქვს კი, მქონია რამოდენიმესთან შეხება, აი ორი წლის უკან მაგალითად სოხუმში ქართულად როცა ვსაუბრობდით მოვიდა ორი ახალგაზრდა ბიჭი გაგვეცნო, მეც ვიცი სიმღერა ქართულადო ჩიტო-გვრიტოო, მეორემ რა ლამაზი გოგო ხარო ქართულად გვითხრეს აფხაზური აქცენტით, ბევრს უნდა გადასვლა იქეთ, ბევრიც გადადის მკურნალობს და საერთოდ არარის მადლიერი, ხო მათ უფასოდ აქვთ ყველაფერი, არც რიგებში დგანან
ხოკიდე ბევრჯერ უთქვამთ სოხუმს იქეთ ერიდეთ ქართულად საუბარსო თუმცა არასდროს გამითვალისწინებია
არასდროს ვყვები აქაურ პრობლემებზე ასე საჯაროდ თუმცა ეს მცირედი ინფორმაცია ჩემგან გქონდეთ
მადლობა ამხელა სიყვარულისთვის