კოვაჩიჩის ტრანსფერს აქვს რამდენიმე პლიუსი:
1) ასაკთან და სქილებთან და ხარისხთან შედარებით - ფასი კარგია.. (35-50 მილიონი)
2) პეპის სისტემისთვის იდეალური კადრია
3) ინტერი, ჩელსი, რეალი - ელიტარულ გუნდებშია ნათამაშები, ტიტულები ბლომად, ფილიპსის მსგავსი ხიხო არ მოდის - ბიელსას და ქეცბაიას გარდა რომ არავინ ჰყავდა ნანახი

მაგრამ უტილიზირებული და გაწურული არ არის, მოტივაცია და დუხი რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს, თან პეპის ფაქტორიც რომ დაემატება - წესით უნდა ჰქონდეს
მინუსები:
1) ტრავმები - მაგრამ სიტის ტრავმების მენეჯმენტი ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს (თუ საუკეთესო არა..). ჰაალანდი წელს არც ალეწილა, გუნდო ფეხზე დააყენეს
და ა.შ ამიტომ ამას წესით დაარეგულირებენ
2) გუნდოგანის და ბერნარდოს დონე, რასაც უკვე პეპთან ნასწავლით დებენ - ეგ რომ ჩაანაცვლოს ვინმე ახალმა მოსულმა არის ურთულესი საქმე. ეგ დაჟე ბარელასაც
გაუჭირდება, ბელინგჰემს არ გაუჭირდებოდა იმ კუთხით რომ იმ დიდი ტალანტით დააბალანსებდა რაც აქვს და ნელ-ნელა შეავსებდა სისტემის განსწავლულობის კუთხით,
მაგრამ დაითრია რეალმა და სხვა ფეხბურთელებზე უნდა იმუშაონ..
ხო ნუ უკვე ნელ-ნელა ხომ ხედავ ლაპორტი, გუნდოგანი, ბერნარდო, მარეზი, ორტეგაზე იწერება..
რაც უფრო მაღლა ადის გუნდი და დომინანტია, მით უფრო დიდი ფასი ედება მის რეზერვისტებს ან ასე ვთქვათ ჩრდილში მყოფ ფეხბურთელებს

დიდ ფულსაც იხდიან და დიდ ხელფასსაც სთავაზობენ და უნდა ჩაანაცვლო..
მთავარია ედერსონა - რუბენა - როდრი - კდბ - ჰაალანდის ბირთვი გყავდეს.. ამათი უშუალო მოვალეობაა ტიტულები და წარმატებული სეზონი.
დანარჩენები ისე დალაგდა რომ უფრო კონტრიბუტორები არიან.. ხოდა როდესაც ბერნარდო / გუნდოგანს ცვლი ბარელა / კოვაჩიჩით ეგ არაა სანერვიულო
ან იგივე გვარდიოლი როცა მოგყავს ლაპორტის ნაცვლად. აი ორტეგას რამდენად ჩაანაცვლებენ რთული საკითხია, უფასოდ მოიყვანეს და სასწაული დონე
დადო, ეგეთი მეორე კიპერი არც გვყოლია შეი გივენის შემდეგ.. მარეზიც 10+ გოლი და ასისტის კონტრიბუტორია მინიმუმ ყოველწლიურად, ეგეთი ვინგერიც
სად უნდა მოძებნონ ჯერ არ ვიცი..
This post has been edited by DATOIA on 9 Jun 2023, 13:54