Biutifulბიჯო იტალიაში მინდა პეპის ნახვა, უთესლესი რაღაც იქნებოდა პეპის და იტალიური ფეხბურთის დუეტი..
გერმანია, ინგლისი, ესპანეთში ვნახეთ და ფეხბურთი დაკარგავს ბევრს, ეგ რომ კალჩოში არ გაიჩითოს 2-3 წლით მაინც..

მაგრამ სანამ ეს old school ტიპები ცოცხლები არიან.. ლიპი, კაპელო, არიგო საკი და ა.შ ბერლუსკონიც რომ ყოფილიყო გაასწორებდა,
ხოდა სანამ დროა უნდა მივიდეს იქაც და მოახდინოს რევოლუცია...
მაგრამ ყველა ქვეყანას თავისებური ამბები აქვს.. ესპანეთში პირდაპირ კორიდაში შეაგდეს, მაურინიოს შემოტევებს იგერიებდა ოსტატურად,
გერმანიამ პეპის სტახანოველობა შეირგო დედის რძესავით და დააფასა, შეუძლებელია რუმენიგე ან ჰიონესი ან სხვა დიდი გერმანელები არ
აღფრთოვანებულიყვნენ პეპის სამუშაო ეთიკით და გაუმაძღრობით.. ბაიერნის სულს სწორედ ეგ სჭირდებოდა, პეპი რომელიც მიუხედავად ყველაფრისა,
ბუნდესს მაინც უდიდესი მოწიწებით ეპყრობა და ყოველკვირეულად თავის გუნდს მაქსიმუმს აწურინებს გლადბახებთან და ###ებთან, მუღამს არ კარგავს..
ნუ ინგლისელები დასტოინი ხალხია და როგორც კი დაინახეს პეპის გენია, ეგრევე დააფასეს. საკმაოდ დიდი პატივისცემა აქვთ და აღიარებენ ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე..
ხოდა იტალიაც თავისი ამ მუღამებით მაინტერესებს და მინდა ვნახო როგორ დახვდება პეპს, როგორ უმასპინძლებენ და რა სიტუაცია იქნება საერთოდ..
კაპელო რომ პეპის მილანს გაარჩევს და არიგო საკი რაღაც სტატიას დაწერს ან ლიპი ჩაერთვება რაი უნოზე ძოძუაშვილივით, გასხმები დაიდება

ამათ მერე სანაკრებო ფეხბურთი და ოლიმპო: სამხრეთ ამერიკა. არგენტინა ან ბრაზილია, უფრო მაინც ბრაზილია რა, არგენტინა კი მევასება, მაგრამ ბრაზილიაა ახლა მანდ პეპისთვის ზედგამოჭრილი..
ხოდა სიტიში ამოწურა რა თავი, 1-2 წელიც წაიკაფოს და დროა ახალი სანახაობები დაგვიდოს...
This post has been edited by DATOIA on 16 Jun 2023, 22:50
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი