ani-salivaniგრილიში არის მუშა ფეხბურთელი,ეგ არის შავი სამუშაოს შემსრულებელი კაცი..
ეგეთები ყავს ოხრად სიტის.
თუ ეგეთი გინდა კვარაცხელია გამოვიდეს ეგ სხვა თემაა.
იმას კი არ ვამბობ მე ერთი მეორეს ჯობიათქო.
გრილიშს სხვა მოვალეობები აქვს.
გრილიშის ფუნქციები რო შეითავსოს ხვიჩამ დაერქმევა მუშა ფეხბურთელი,რომელიც სხვებზე მუშაობს.
გინდათ ეგ ???
ვერ ირბენს და ვერ დაფარავს ხვიჩა სიტიში იმ მანძილს რასაც გრილიში ფარავს.
იმაზე არ გეკამათება არავინ რომ ხვიჩას უფრე მეტი საფეხბურთო შესაძლებლობები აქვს.
ურევთ თქვენ რაღაცეებს და ისევ თქვენსკენ გინდათ რომ გადაიყვანოთ მერე რომ დისკუსიაში "გამარჯვებულები" გამოხვიდეთ

ვერ ირბენს ფიზიკურად ხვიჩა იმდენს რამდენსაც გრილიში დარბის,
ვერ დაფარავს ფიზიკურად ხვიჩა იმ მანძილს რა მანძილსაც გრილიში ფარავს.
სიტისთვის ეხლა გრილიშისნაირი ფეხბურთელია პროდუქტიული.
არაა ეს გრილიში ტიპიური ვინგერი.
ტიპიური ვინგერია - ლეაო,ხვიჩა,ვინიციუსი,როდრიგო,მბაპე,სალაჰი და ძმანი მისნი.
შეადარეთ ამათ.
ჰალანდთან რო მოგყავთ შედარება ჰალანდი არის 9-იანი.
გრილიში არის ვალვერდე სიტისთვის

აი როგორც ვალვერდეს ეტენებოდა ვინგერობა რეალში ისე ეტენება გრილიშსაც.
როგორც ვალვერდე ფარავდა სივრცეს,ისე ფარავს გრილიშიც.
როგორც ვალვერდე აკეთებდა გარბენებს ისე აკეთებს გრილიშიც.
სად ხვიჩა სად გრილიში.
This post has been edited by Stephen on 18 May 2023, 19:12