Andro_forza juveინტერში არ გადმოვა და არც მინდა გადმოვიდეს, იმიტომ რომ კვარაცხელიას ადგილი არაა დღევანდელ ინტერში, ამ ფორმაციაში არ ჩაჯდება, ფორმაციას კიდევ არავინ შეცვლის სანამ ინძაგი აქ იქნება და ერთი სეზონი მინიმუმ ინძაგი უეჭველი აქ იქნება.
და რომც გადმოვიდეს, ###ზე არ მკიდია რამდენი ### ფანი მოყვება? რამე აკლდება მაგით გუნდს შენი აზრით? ან შენ რატო იშლი მაგათზე ნერვებს? მე სერიოზულადაც არ ვუყურებ ვიღაც, ფეხბურთის ყურება ამ ზაფხულს რო დაიწყეს, კვარაცხელია რო პელე ჰგონიათ უკვე მაგათ აზრებს.
გავიგე რაც გაღიზიანებს შენ.
ჰაერში რო აიტაცეს 2 თვეში რო მარადონა ჰგონია უკვე ბევრ ადამიანს. და საერთოდ რო დაკარგეს ობიექტურობა, ფეხბურთის ელემენტარული ცოდნა რო არ აქვთ და პროფესორობენ. მესმის იმენა, ვიზიარებ შენს აზრს მაგ კუთხით.
მაგრამ ეგ არის ჩვეულებრივი მოვლენა, ჩვენნაირი მწირი საფეხბურთო მიღწევების და ისტორიის მქონე ქვეყნისთვის.
ეგვიპტეში სალაჰმა არჩევნებზე მიიღო 2 მილიონი ხმა მგონი.
ანუ ორმა მილიონმა ადამიანმა ბიულეტინზე დააწერა სალაჰი, ისე ჩვენთან რო აწერენ ხოლმე ხუმრობით ცხელი ძაღლის პერსონაჟებს, ვენერა ნაბოზარ ობოლაშვილს და რაღაც ###ობებს, სასაცილო რო ჰგონიათ თავად.
აი იმენა ნორმალურია რო ოდნავ კარგ ფეხბურთელს უდიდესი ტვინის ტყვნა მოყვება ამ ქვეყანაში.
გავიგე რო საშინელი მოსასმენი და წასაკითხია ხალხი რო ასეა, მაგრამ კვარაცხელიას რატო აკნინებს ეგ?
ანუ, შენ თუ გგონია ახლა კვარაცხელიას არ ვაკრიტიკებ, ან არ გავაკრიტიკებ ცდები. პირიქით, გეთანხმები რო პატრიარქთან სიარული, 22 წლის ასაკში დანიშვნა და სანაკრებო შესვენებაზე მონასტრებში სიარული, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი ხარ და კარიერას ახლა იწყებ არის ხელისშემშლელი.
ამას იმიტო არ ვწერ რო ეკლესიას ვერჩი რამეს, ან პატრიარქს (ამ უკანასკნელს ვერჩი მარა მაინც

) ან ახალგაზრდა ასაკში ქორწინების წინააღმდეგი ვარ.
უბრალოდ, ახალგაზრდა ფეხბურთელი რომ ხარ დიდი პოტენციალით, ჯობს რო ეგეთი რაღაცეები გადადო 30-ს რომ გადასცდები მაგ ასაკისთვის, იმიტომ რომ ფოკუსს ხელს უშლის და პროგრესს ანელებს.
და ეგეც მესმის რო კვარაცხელიას სავარაუდოდ ირგვლივ წრე არ ჰყავს კარგი, იგივე ოჯახი, აგენტი და ხალხი ვინც მის ირგვლივ მუშაობს (პროფესიული განვითარების კუთხით კარგი, თორემ კვარაცხელიასთვის ცუდი უნდათ მეთქი მაგას არ ვამბობ

) შეიძლება ხელსაც კი უშლიან კიდეც. კვარაცხელია უნდა იყოს ახლა კრიშტიანუ რონალდუს მენტალიტეტის, ან მსგავსი, აზროვნების ეგ მიმართულება უნდა ჰქონდეს და მართლა აქვს პოტენციალი რო დიდი კარიერა ჰქონდეს. და ეგ მენტალიტეტი და მიდგომა რომ გქონდეს, მამუკა ჯუღელი თუ გყავს მრჩევლად გაგიჭირდება. არ ვიცი ჯუღელი რა კაცია, მაგრამ ინტერვიუები რაც მაქვს მოსმენილი, იქედან გამომდინარე მგონია რო ხელს უფრო შეუშლის მაგ მხრივ, ვიდრე პირიქით. Yლის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ახლა უშუალოდ კვარაცხელიას პოტენციალზე რო გაიცინე, მაგაზე ვიტყვი 1-2 სიტყვას.
კაროჩე, ბრმა ხარ თუ რანაირად არ აქვს მაგ ტიპს პოტენციალი?
ტიპი სწრაფია, ტექნიკა აქვს, დარტყმაც, ფინტებიც და პასიც.
გავიგე რო მინუსები აქვს, 70 წუთი თამაშობს და მეტს ვერ დარბის და ა.შ. მაგრამ გასაგებია ეგ მინუსებიც რომ აქვს, ნორმალურია.

რომელი ახალგაზრდა ტალანტია დღეს იდეალური? რაფაელ ლეაო ხო ყველას გევასებათ, ხო აღიარებთ რო თესლია ეგ ტიპი?
მაგასაც რამდენი მინუსი აქვს?
შარშანდელი სეზონის მერე, რაც წინსვლა ჰქონდა, ყველა ლოგიკით წელს უფრო უნდა განვითარებულიყო და ერთი, სტაბილურად კარგი სრული სეზონი ჩაეტარებინა. შარშანდელივით არასტაბილური იყო წელს და სტატისტიკაც კი ვერ გააუმჯობესა, არა თუ სტაბილურ თამაშს დაეჩვია.
ვლაჰოვიჩს არ აქვს მინუსები?
კვარაცხელიასგან რატო ითხოვთ მართლა რო მარადონა იყოს? ანუ, ვის აზრზეც გეცინებათ და ვისაც არაადეკვატურ, არ მცოდნე გულშემატკივრებად თვლით, მაგათ პათოსს რატომ იზიარებთ უშუალოდ კვარაცხელიას ქილიკისას?
ანუ, კვარა ტოპ მოთამაშე არაა, სისულელეს წერენ ქართველი ფანებიო ამბობთ და ამავდროულად, ტიპს 24/7-ზე აჯვამთ 7-8 წარუმატებელი თამაშის გამო.
ტოპი თუ არაა და მაგ აზრს იზიარებ, რატოღა აჯვამ მთელ სეზონს ერთ დონეზე რო ვერ ატარებს?
კვარაცხელია თუ ნიჭიერი და პერსპექტიული არაა და. სერია ა-ს სადებიუტო სეზონში 12 გოლი და 13 ასისტი რო ჰქონდეს ეგეთი ფეხბურთელი დამისახელე სამი მაინც, მთელი ისტორიის განმავლობაში.
კაროჩე. კვარაცხელია საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდება, მიმწოლი მენტალიტეტი ექნება და მივა რობენის დონემდე. ეკლესიებს, პატრიარქს და აღუს გადაყვება, სხვა რაღაცეებზე გაეფანტება ყურადღება და ითამაშებს ინსინეს დონეს. ეგ უკვე მაგაზეა დამოკიდებული, აბსოლუტურად.
ინსინეს დონეს თუ ითამაშებს მერე შეგიძლიათ დააჯვათ, დააკლო რაღაც და მეტი შეეძლოო, მიუხედავად იმისა, რომ ინსინიეს დონის შემტევი ქართველებს არ გვყოლია ალბათ 40 წელია.
ახლა ამ ყველაფერზე თუ კაამთი გსურს ნორმალურად გამეცი პასუხი, კვარაჯმელიას და ლოლების გარეშე. თუ არ გსურს კამათი, უბრალოდ დაიკიდე პოსტი. მეზარება თუ არასერიოზულად უნდა მიუდგე, თუ სერიოზულად მიუდგები არგუმენტირებული კამათისთვის მზად ვარ.
This post has been edited by weasel on 20 May 2023, 02:35