გუშინ რასაც ვუყურე ბაიერნი - ბარსას, საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა ორივემ, თუმცა ორივეს აქვს სივრცე მოსამატებლად.
ერთ-ერთ ეპიზოდში ლევამ თითქოს დაინდო ბაიერნი. პირველი ტაიმის მიწურულს, შეუგდო პედრიმ და აი იფაფხურა რა

ლევა და ფაფხური რომ საერთოდ იშვიათობაა, ეგ მოხდა.
პედრი ჩვეულებრივი ბრილიანტია, ამაზე ორი აზრი არაა. უკვე ვარსკვლავია და ბარსელონას ძალიან გაუმართლა ასეთი ბიჭი რომ ჰყავს.
ერთი ისაა დასანანი, რომ ლევანდოვსკის პასი ვერ გარდასახა გოლად; ძალიან ცოტა დააკლდა, თუმცა უფრო მართებული იქნებოდა პასის მიცემა, ცხადია.
გავისაც არაუშავს, თუმცა პედრის კალიბრი ნამდვილად ვერ არის

და ნუ მთავარი ფიგურა - ზანე.
საოცარი ტექნიკის პატრონია, აი საოცარი

არ მესმის პეპმა რატომ გაუშვა, თუმცა ნაგელსას ჯოკერი ჰყავს, ძალიან მარტივად.
ჩემი აზრით ზანე არის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოთამაშე და თავის მხრივ, მისი პროგრესის გათვალისწინებით, გარკვეულწილად, აღმოჩენაც.
დევისის თამაში შარშანდელთან შედარებით არ მომეწონა, თითქოს კონცეტრაცია აქვს მოკლებული.
ნუ მიულერი სული და გულია ამ გუნდის და სულ რომ სასეირნოდ იყოს გამოსული, აუცილებლად უნდა იყოს მოედანზე.
საერთო ჯამში ორივე გუნდი გამორჩეულად კარგია და თუ საოცრება არ მოხდა - ორივე დაძლევს ჯგუფურ ეტაპს (ინტერის ქომაგი ვარ).
თუმცა, ორივეს აქვს სამუშაო და იმის ფონზე, თუ როგორ სარისკო ფეხბურთს თამაშობენ, განსაკუთრებით დაცვიდან ამოსვლისას, ნებისმიერი ტიპის შეცდომა შეიძლება რა, რომ ძვირად დაუჯდეთ.
კონტეზეც არ შემიძლია არ დავწერო 2 სიტყვა.
ვინც მაგას აქებს და ადიდებს აგერ კი გამოჩნდა რისი გამკეთებელია.
ყველაზე ჯიუტი და უფანტაზიო მწვრთნელია. აქვს ერთი რაღაც ამოჩემებული და საერთოდ არ აინტერესებს სხვა ალტერნატიული სათამაშო სქემა თუ ზოგადად საფეხბურთო მიდგომა.
ასე ვერასდროს მიაღწევს წარმატებას იქ, სადაც საჭიროა ავანტიურა, რისკი და out-of-playbook გადაწყვეტილებების მიღება.
ბრიუგეს ყოჩაღ, ნამდვილად სიურპრიზია. 2 ტურის შემდეგ 6 ქულა და 0 გაშვებული ბურთი, მართლაც შთამბეჭდავი შედეგია.
ატლეტიკოა იმედგაცრუება; დიდი ხნის ამოწურული აქვს ჩოლოს მანდ თავი და თავისისივე ინერციით მიდის უკვე აგერ რა ხანია.
სიმეონეც, კონტესი არ იყოს, ჩარჩა თავის სიბრტყეში და უარს ამბობს თანამედროვე ფეხბურთის პრინციპების დანერგვასა თუ შესწავლაზე.
This post has been edited by fanballr on 14 Sep 2022, 12:55