ჩვენს შესახებ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ქალაქ მილანის საფეხბურთო კლუბს „ინტერნაციონალე“ (შემოკლებით “ინტერი”), ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ჩვენს ქვეყანაში ქართველი ინტერისტები Inter Club Georgia-ს გარშემო არიან გაერთიანებულნი. Inter Club Georgia წარმოადგენს მილანის „ინტერის“ ქართველ ქომაგთა პირველ მასშტაბურ გაერთიანებას. აქტიური გულშემატკივრების ჯგუფის თაოსნობით კლუბი ოფიციალურად 2010 წელს შეიქმნა. თუმცა ქართველ ინტერისტებს მანამდეც არაერთი წელი აკავშირებდათ ერთმანეთთან საყვარელი კლუბი. ისინი წლების მანძილზე (დაახლოებით 2004 წლიდან) სხვადასხვა ფორუმზე იკრიბებოდნენ ”ინტერზე” სასაუბროდ, რის შემდეგაც მათ რეალურ ცხოვრებაშიც გაიცნეს ერთმანეთი; აწყობდნენ შეხვედრებსაც, სადაც ჯგუფურად ქომაგობდნენ გუნდს. ამ ყველაფერმა კი საფუძველი ჩაუყარა გაერთიანებას Inter Club Georgia. ამავე სახელწოდებით 2010 წლის ოქტომბერში შეიქმნა ინტერისტების ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე, ხოლო პირველად ამ ტრენდმა საქართველოს საზღვრები დატოვა „ინტერისტების“ თურქეთში ვოიაჟისას, 2011 წლის ნოემბერში, რისთვისაც გაკეთდა დიდი შავ-ლურჯი დროშა, რომელზეც კლუბის სახელწოდებაა გამოსახული. ეს ლეგენდარული დროშა წინ უძღვის Inter Club Georgia-ს, დროშას უკავშირდება გაერთიანების მნიშვნელოვანი დეტალები. იხ. „ინტერისტების“ თავგადასავალის გვერდი). დროშაზე ხელი ბევრ “ინტერის” ბევრ სახელგანთქმულ ფეხბურთელს აქვს მოწერილი, მათ შორის რათქმაუნდა ხავიერ ძანეტის. დროშა მრავალჯერ არის გამოფენილი მილანში - „ჯუზეპე მეაცაზე“ და სხვა სტადიონებზეც “ინტერის” თამაშების დროს. (ტრაბზონში, ბაქოში) 2018 წელს Inter Club Georgia გადავიდა ორგანიზაციული და იურიდიული კუთხით უფრო მაღალ საფეხურზე. დაარსდა საქართველოში „ინტერის“ ქომაგთა ოფიციალური გაერიანება, რომლის წევრებიც ავტომატურად ხდებიან „ნერაძურის“ ოფიციალური ფან-კლუბის წევრებიც. ინტერისტების გამაერთიანებელი თვისება ფეხბურთის სიყვარული და ის დიდი მოთმინების უნარია, რის გარეშეც ძნელია ქომაგად ყოფნა და რის შემდეგაც მოპოვებული დიდი გამარჯვებები ორმაგად ტკბილი, საამაყო და სასიხარულოა თვითოეულისთვის... ბოლო წლებში ქართველი ინტერისტები ხშირად ახერხებენ „ინტერის“ თამაშებზე დასწრებას, არის კონტაქტები და მეგობრობა გუნდის ოფიციალურ ფან-კლუბთან “Curva nord”. ქართველი ინტერისტები და შეხვდნენ მასიმო მორატის, ხავიერ ძანეტის და „ინტერის“ სხვა ცნობილ სახეებს. მილანში ვიზიტი ყველა ინტერისტას სანუკვარი ოცნებაა, ყველას ძალიან უნდა საყვარელ გუნდს „ჯუზეპე მეაცაზე“ უგულშემატკივროს. ბევრმა უკვე მოახერხა ეს, თანაც არაერთხელ. ინტერისტების გამაერთიანებელი თვისებაა ფეხბურთის სიყვარული და ის დიდი მოთმინების უნარი, რის გარეშეც ძნელია ქომაგად ყოფნა და რის შემდეგაც მოპოვებული დიდი გამარჯვებები ორმაგად ტკბილი, საამაყო და სასიხარულოა თვითოეული მათგანისთვის.
VIDEO საფეხბურთო კლუბ მილანის "ინტერის" ისტორია:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მთავარი მწვრთნელი:
შემადგენლობა:
GK
1.ჰანდანოვიჩი, 24.ანდრე ონანა, 21. ალექს კორდაზი, გაბრიელ ბრაზაო
DF
32. დი მარკო, 2.დუმფრისი. 6. დე ვრეი, 37, შკრინიარი, 12.ბელანოვა, 95.ბასტონი,
36,დარმიანი, 8 რობინ გოზენსი, 46.ზანოტი, 47.ფონტანასორა, 29.დალბერტი, 33.დანილო დამბროზიო,
MF
22.მხითარიანი,20 ჩალხანოღლუ,77,ბროზოვიჩი, 45.კარბონი,
14. ასლანი, 23.ნიკოლო ბარელა, 42,ლუსიენ აგუემე, 5.რობერტო გალიარდინი
FW
10.ლაუტარო მარტინესი, 9.ედინ ჯეკო, 90.რომელუ ლუკაკუ, 11.ხოაკინ კორეა, 16. სალსიდო
ტოპ მპოსტავები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Anime-boy 407 weasel 233 zaza1908 197 bairamduduki 182 Pazzini 155 Masha_Sharapova 82 Christopher_Smith 75 MinimaLLL 74 Entoz 52 _Hopes_And_Fears_ 49 Lasha97 41 Go Ahead Eagles 35
წინა თემები :
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Anime-boy on 28 Aug 2022, 00:31