რაღაცა ძველს უყურებ. გუშინ იყო ალბანეთის მესამე ადგილოსანთან ბოლო ამხანაგური, მანდაც არ გაუტანია კი არა მომენტებში სასწაულები მაზა, მარა მაინც.

მოიხოდება იმედია ნელ-ნელა, მონაცემები არ აქვს ცუდი და შეთამაშება და აზზე მოსვლა აშკარად ჭირდება.
საერთო ჯამში ნორმალური ვარჯიში გამოვიდა, სულ შეტევაში იყო გუნდი და შესათამაშებლად კარგი იყო. უკან ისევ გვიჭირს, არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი მარა აჩერბის ტრავმამ ძაან დაარტყა დაცვის ცენტრს. მოსაყვანია ვინმე და ფორვარდის პრიორიტეტმა გადაწია ძაან მცველის მოყვანა. ნუ საბოლოო ჯამში არნაუტოვიჩი შეგვრჩება როგორც ჩანს და ძაან ცუდი შეტევა გამოგვდის, მარა რას ვიზამთ.
ეს სამარჯიჩების ოჯახი მაგარი ხისთავიანი გამოდგა, დიდი შანსია ბოლო წამს ჩააგდონ შეთანხმება. ნახევარდაცვაზე არ გვაქვს სანერვიულო მაინც, ასლანი მოხოდვის გზაზეა, ფრატეზი დაგვემატა და ბროზოს დანაკლისი მეტობითაა შევსებული.
ბასტონი-ბარელამ თავიანთი საყვარელი კომბინაცია გაამეორეს გუშინ, თუ არ გინახავთ ნახეთ, ესთეტიკის პიკია. სენსიც კარგად შემოვიდა, მარა ყველა ვარიანტში უშვებენო და რა აზრი აქვს. კორეას ასისტსაც არაუშავდა, იქნებ დაეხმაროს გასაღებაში ბოლო ორ ამხანაგურში შედეგიანობა.