დარწმუნებული ვიყავი რო მოვიგებდით.
მარა ასე საშვილიშვილოდ თუ ა#####ავდნენ არ მეგონა.
იდეალური მატჩი ითამაშა გუნდმა.
ძალიან გამართული და ჭკვიანური თამაში, ბრავო ინძაგის.
მომენტები ამათ შექმნეს, მილანს ბურთი მიუგორეს და უბრალოდ აკატავებინეს უფუნქციოდ.
ჩალჰანოღლუ იყო ძალიან კარგი. პოზიციიდან გამომდინარე დიდად აღარ ჩანს, მაგრამ ძალიან ბევრ სამუშაოს ასრულებს. რაღაც სასწაული პასი გააკეთა მესამე გოლზე.
ლაუტაროს დღეს არ გაუტანია და მგონი კარშიც არ დაურტყამს, თუმცა აუარებელი საქმე გასწია, პენალტი მაგან მოიპოვა, მესამე გოლზე ჩალჰანოღლუს პასი ძალიან მაგრად დაამუშავა და ასისტი დადო.
ტურამის გოლი ულამაზესი იყო, ბევრი გადაკიდებული ბურთი მოიგო და სულ პრესში ყავდა მეტოქე.
და ბოლოს, რა თქმა უნდა, მატჩის MVP, მხითარიანი. 92-ე წუთზე მეტოქეს რო აართვა ცენტრში ბურთი, დრიბლინგი გააკეთა და შეუგორა ფრატეზის ძალიან მაგარი ასისტი, რავიცი რა ითქმის სხვა.
0-3
1-0
0-2
1-0
5-1
ზედიზედ მე-5 მოგებული დერბი, ბურთები 12-1.
მიმდინარე სეზონში 4/4 მოგება, ყველაზე მეტი გატანილი გოლით და ყველაზე ცოტა გაშვებული გოლით.
ბრავო ინძაგის!
გილოცავთ, მოკლედ!