მარტო ასლანი არ იყო საზიზღრობა და მაგაზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი.
მთლიანად გუნდი იყო საზიზღრობა და ასლანის, მითუმეტეს ჩამშლელს რანაირად უნდა გამოენათა.
ლაუტარო იყო საშინელება, 4-5-ჯერ მიიღო ბურთი და პასი ვერ გააკეთა ელემენტარული. რაშიც ძლიერია ეგეც არ გამოდიოდა.
მარა ნუ, ხდება.
არაფერია საგანგაშო.
რამდენიმე მიზეზი ჰქონდა გუშინდელ თამაშს.
მოწინააღმდეგის ვერ შეფასება.
რატომღაც ადვილ გასვლას ელოდნენ სან სებასტიანში, ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ეს ერთის მხრივ იმის ბრალია რომ მილანს დედა #####ნეს წინა მატჩში და შესაბამისად თვითრწმენა და თვითშეფასება გაიზარდა.
ინძაგიც იმაზე მარტივ გასეიტრნებას ელოდა ვიდრე რეალურად ჰქონდა, როტაციას რომ მიმართა მანდ გამოჩნდა. იმიტომ რომ, როტაცია არ იცის ინძაგიმ და ამ პერიოდში რახან მიმართა, ესეიგი მოეშვა ცოტა.
მოტივაციის ამბავიც მოქმედებს. გუნდი ემოციურად დაიხარჯა წინა მატჩში, დერბიში და აქ გადმორთვა და ჯგუფურის პირველი მატჩის თამაში არ იქნებოდა მარტივი, ეგეთი რაღაცეები დიდად ეტყობა ხოლმე მატჩებს.
მარა ნუ, რეალ სოსიედადიც გამოსაყოფია. გამართულ ფეხბურთს თამაშობენ ჯიგრები, მაგარი პრესინგით, სწრაფი გათამაშებებით.
მოკლედ, კარგი გუნდია და ეტყობოდა ალგუასილს რო აშკარად კარგად შეისწავლა ინტერი.
ისე აპრესინგებდნენ დაცვიდან ბურთი ერთხელაც ვერ ამოიტანა ინტერმა ნორმალურად, რაცაა რეალურად ინძაგის თამაშის კოზირი.
აბსოლუტურად საშინელი თამაში იყო და კარგად დასრულდა რომ ფრე წამოვიღეთ.
ზომერია აღსანიშნავი, სუპერ სეივი დადო ერთი და რამდენიმე კარგად შეასრულა.
5 წუთით მეტი რო გვქონოდა დარწმუნებული ვარ გუშინ მოვიგებდით, ბოლო 10 წუთი გუდავდნენ სოსიედადს, შეცვლებიდან შემოსული ფეხბურთელების ხარჯზე.
საგანგაშო არაფერი მომხარა, კარგი შედეგია პირველ მატჩში, სან სებასტიანში ფრე. მანდ ვერც ბენფიკა მოიგებს და ვერც ზალცბურგი.

პს. ჩალჰანოღლუ ღმერთმა კარგად გვიმყოფოს, ძაან მაგარია თურქი და ასლანის მაქამდე ბევრი უკლია.