ბადეში გაგვიმართლა ლიგაზე.
მაგრამ მხოლოდ სახელებით. მეტოქეების ფორმას თუ გავითვალისწინებთ, რატომ გაგვიმართლა?
ჯერ ერთი, ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით. გერმანიის ჩემპიონთან და ესპანეთის ჩემპიონთან.
ბარასელონას ცუდი პერიოდი ჰქონდა როცა ვეთამაშეთ, მაგრამ არც ინტერს ედგა კარგი ხანა, სეზონის დასაწყისში ძაან სუსტად გამოიყურებოდა გუნდი. სამაგიეროდ ბავარია იყო მაგ დროს მაგარ ფორმაში და ორივე თამაში ეგრე მოგვიწია.
პორტუ ნახევარფინალში, 11 მატჩიანი წაუგებელი სერიით შეგვხვდა.
ბენფიკა მეოთხედფინალში 25 მატჩიანი წაუგებელი სერიით შეგვხვდა.
ორივე ძაან კარგ ფორმაში იყო და კარგ ფორმაში ყოფნას რამხელა მნიშვნელობა აქვს აგერ, მილანი - ტოტენჰემი გაიხსენეთ, რა პერიოდში მოუწია ტოტენჰემს მილანთან თამაში, მეაცაზე 11 კაცი ძლივს შეკრიბეს.
ვიღაცა რო ჩახედავს ბადეს, აგერ მილანმა ტოტენჰემი გამოაგდო ძმაო, ჯობს ტოტენჰემი სახელით ბენფიკას და პორტუსო, არადა რეალურად ეგრე არაა.
მერე ნუ მილანს ნახევარფინალში ორივე მატჩში ძალიან ძალიან დამაჯერებლად მოუგო ინტერმა, მეტი რომ არ შეიძლება.
ცხადია სიტის მხარეზე ბევრად მარტივი მხარე იყო ინტერისკენ, მაგრამ ცსკა მოსკოვევბი და ჰოფენჰაიმები არ გაუვლია გუნდს, საკმაოდ გამოცდილი, შეთამაშებული და კარგ ფორმაში მყოფი მეტოქეები ყავდა.
იტალიის სუპერთასის მოგება, მილანის ტრაკში ამოსმით. იტალიის თასზე ნახევარფინალში იუვენტუსის გამოგდება, მერე თასის მოგებაც.
თან ნუ, ტრავმების და პრობლემების ფონზე. ბროზოვიჩმა სეზონის 3/4 გამოტოვა ტრავმის გამო, ლუკაკუს სეზონის დასაწყისიდანვე ტრავმა ჰქონდა, მსოფლიოზე საერთოდ გაიმიზეზა. ლაუტაროსაც ტრავმები აწუხებდა სეზონის პირველ ნახევარში, მსოფლიოზეც ტრავმით წავიდა.
და ნუ, ზამთარში შკრინიარის ამბები და ძირითადიდან ამოვარდნა სლოვაკის, როცა ინტერის 3 მცველში საუკეთესო ეგ იყო.
მოკლედ, 11 აპრილამდე ინტერი იყო აბსოლუტურად კატასტროფულ სიტუაციაში, არა თამაშის ხარისხი, არა სტაბილურობა, მშრალად კარის შენახვის პრობლემა, გასვლაზე მოგების პრობლემა, ფორვარდებს თვეობით გოლი ვერ გაჰქონდათ, ინძაგის გაგდების შესახებ ჭორები და ა.შ.
ინძაგი მოახერხა და ასეთ სიტუაციაში ისე მოხოდა გუნდი რომ იქედან მოყოლებული 13 მატჩში მოიგეს 11, 1 ფრე ითამაშეს და 1 წააგეს.
თან ამ 13 მატჩში მოიგეს: იუვე, მილანი 2-ჯერ, ბენფიკა, ლაციო, რომა.
ის ერთი ფრე ითამაშეს ბენფიკასთან 3-3, მეორე მატჩში. და ის ერთი წაგებაც ნაპოლისთან 3-1, რომელიც გუნდმა მეორე შემადგენლობით ითამაშა და დაბალი კონცენტრაციით და მანდაც არ წააგებდნენ გალიარდინის რო ყლის ფორმა არ ჩაეცვა.
მოკლედ, ბრავო სიმონე ინძაგის. რაც არ უნდა ქნან ფინალში, ბრავო მაგ კაცს. ძაან ცოტას შეუძლია ეგრე რთულ სიტუაციაში ასე ოსტატურად გამოვიდეს. ძაან, ძაან რთულია ეგ ყველაფერი.
This post has been edited by weasel on 29 May 2023, 22:36