გარნაჩო მაგარია, მაგრამ საბედნიეროდ ვინისიუსი ახალგაზრდაა და კაი ხანი მარცხენა ვინგერის პრობლემა არ ექნება რეალს, თორემ მადრიდში დაბადებული მუჩაჩო რომ პირველივე დაძახებაზე გაიქცევა მადრიდში, ეგ ორჯერ ორია. მაგიტომ არ მევასებიან ეს ლათინოსები/სამხრეთელები, იმენა მზის ფეტიში აქვთ, ფერდინანდმაც ეგ თქვა, რონალდოს იმდენად ეზიზღებოდა მანჩესტერის ამინდი, გარდა იმისა, რომ რეალის ფანი იყო, ზუსტად ვიცოდი ამინდების გამო მაინც წავიდოდაო

ფერგიმაც ხო ეგ თქვა, სამხრეთელი რომ მოგყავს 4-5 წელია მაქსიმუმი გუნდში რომ გააჩერო, მე კიდე 6 წელი მყავდა რონალდოო

ძაან მაგარი ბიჭია გარნაჩო და იმედია ვინისიუსს რეგრესი არ ექნება, თორემ ისეთი ბექგრაუნდის ტიპია, უეჭველი წავა ეგ მადრიდში, იქაა თან დაბადებული და ატლეტიკოს აკადემიაში იყო სანამ ჩვენთან მოვიდოდა. აი პიკე რომ ვიყიდეთ და იგივე ფასში გამოზრდილი დაუბრუნა ფერგიმ, ეგეთი რამე დაგვემართება, თან თვითონაც რომ იძახდა, პიკე ისეთი ოჯახიდანაა, მაინც ვიცოდი რომ წავიდოდა ბარსაშიო. ეგრე ჯიგრულად და კაცურად გაეშვათ ფეხბურთელი, მეორე არ მახსენდება, თან მაგ დონის ტალანტი. მაგიტომაა მანჩესტერზე სულ თბილად რომ საუბრობს პიკე, დაჟე სიტიში პეპი რომ დაინიშნა მაშინაც თქვა, მე მაგ გუნდში არასდროს ვითამაშებ იუნაიტედის პატივისცემის გამოო
ხო მართლა, რონალდომ რა ბურთებიც მაზა ბოლო მატჩებში, ეგ რომ ქველმოქმედას გაემაზა, რა ამბები ატყდებოდა აქ
კაზემირო რა მაგარია, არ ყოფილა ბრაზილიელი მაკტომინეი

ეგეთი გრძელი პასები თუ იცოდა არ მეგონა, კროოსი-მოდრიჩის ფონზე არ ჭირდებოდა ხოლმე
ლისანდრო-ლინდელოფი საკაიფოდ დგანან. ვაფშე ლინდელოფი კაი ფორმაშია, ამ სეზონში რამდენიც დაგვჭირდა, იმდენი საკაიფოდ ითამაშა, არ მიგინებია ჯერჯერობით გამზრდელი მაგისთვის, ესე იგი კარგად თამაშობს. ისე მაგუაიერიც დამაჯერებელი იყო მეორე ტაიმში, მაგრამ ამ რასკლადში მეოთხე მცველი უნდა იყოს. ლისანდროც მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს, ველბეკმა და ტონიმ რაც უქნეს, მსგავსი ვერავინ ვეღარ დამართა იმის მერე ერთი ერთზე ორთაბრძოლებში
მალასიას სამს აჯობებს შოუ დამტკიცდა უკვე, მაგრამ სკამიდან მშვენიერი ვარიანტია. ენტონი კაი კაცია, ეგეთები ხშირად ქნას, ფეხბურთი არაა რობოტების თამაში, უხდება ცირკაჩობა მოედანს.