რონალდო როგორც უკვე აღვნიშნე ამ ინტერვიუს მერე გუნდიდან უნდა წავიდეს.
ეს იმას არ ნიშნავს პაივცემულებო, რომ უკიდურესობაში გადავვარდეთ.
ვნახოთ სრულ ინტერვიუში რა ამბობს. თუ გუნდში არსებული სიტუაცია და იდიოტური მენეჯმენტი კარგად გამოიტანა გარეთ, არამგონია ლონგ რანში ცუდი გამოდგეს გუნდისთვის.
ის რაც ხდება გუნდში ფერგის წასვლის შემდეგ, არის სისტემური პრობლემა და ტოტენჰემთან რომ კარგად ვითამაშეთ არ ნიშნავს რომ უცებ ყველაფერი კარგადაა და ივერია აუცილებლად გაბრწყინდება.
ხანდახან, შიდა სამზარეულოს გამოტანა სააშკარაოზე კარგია. ხანდახან პრობლემის ესკალაცია წინააპირობაა კრიზისის დასაძლევად. ამიტომ, გუნდს რომ ზიანი მიაყენა რონიმ მთლად დარწმუნებული არ ვარ, მითუმეტეს ლონგ რანში.
თუ სიტუაცია არ გამოსწორდება მანჩეში, დამიჯერეთ, სულ სხვანაირად შეფასდება დროთა განმავლობაში რონის ინტერვიუ და თუ ყველაფერი კარგად იყო რას ჩივით?

კიდე ერთი მომენტია, რაც არ უნდა ვისაუბროთ გუნდი რომ ინდივიდზე მაღლა დგას და სტანდარტული ბლა, ბლა, ბლა, რეალობა ყველას გვესმის ხო?
რონალდოს დონის ფიგურებს არ აქვთ ჩვეულებრივი მოთამაშის ეგო და გუშინ თუ არ ხარ დაბადებული, მაგდენი უნდა გესმოდეს ვინ მოგყავს გუნდში.
ხოდა, თუ გუნდში რონალდო მოგყავს, იმის ერთი ადგილიც უნდა გქონდეს მის ეგოს გაუმკლავდე, თუარადა აღიარე რომ დიდი კლუბი აღარ ხარ და სხვას დაუთმე მართვის სადავეები პაივცემულო გლეიზერებო....
ლასთ დანსი ნანახი გაქვთ ხო ყველას? ჯორდნი კამერების წინ აყენებდა შეურაცხყოფას ჩიკაგოს მენეჯერს (დრომ აჩვენა რომ მართალი იყო). თანაგუნდელი (კერი) ცემა ვარჯიშზე, იმიტომ რომ არ მოეწონა მისი შემართება და ა.შ. ნებისმიერ სფეროში, რონალდოს დონის ფიგურებიდან ათასში ერთი შეიძლება იყოს ბუნჩულა და ეგ თუ არ გესმის აბა რა ჩემი საოხრის მენეჯერი ხარ?

რონალდოს დაქანსელებას რაც შეეხება, იმედია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ დამჭირდება. განრნაჩოს გაუკეთებია ანფოლოუ თურმე. კიდე რა მოხდა? კვინტონ ფორჩუნმა ხო არ დააჰაჰავა და ბოლომდე გამოუსვა ცელი?
This post has been edited by java83 on 15 Nov 2022, 18:42