საოცარი მატჩი იყო, ფერგის მერე ტოპ 6-ის გუნდთან ამ დონის პერფორმანსი არ გვქონია, ესე გამართულად ტოტენჰემთან კი არა ნორვიჩთან ვერ ვთამაშობდით ხოლმე. დარწმუნებული ვიყავი თითქმის მატჩამდეც რომ მოვუგებდით და ეგრე აგიხდეს ყველაფერი
დე ხეა - კარგი იყო, მეორე გოლის დროს მკვდარი ბურთი აუღო კეინს და კონტრშეტევაზე გავიტანეთ. ნუ ოფსაიდი კი დაფიქსირდა, მაგრამ რომ გაეტანა კეინს და არ აეღო ამას, ესე სწრაფად ვერ შევუტევდით და არ გავიდოდა მეორე გოლი
დალო - კაი მატჩი ქონდა, პერიშიჩს ეომა ბოლომდე და წინაც ადიოდა
ვარანი - რა ვთქვა ამ კაცზე არ ვიცი, დაფრინავს. გუშინ საერთოდ ალბათ რაც აქაა საუკეთესო მატჩი ქონდა. ბურთის გათამაშება, ორთაბრძოლები, სასწაულ ფორმაშია მოკლედ და ვილოცოთ, რომ არ აილეწოს
მარტინესი - მაგარი იყო გუშინ, კეინი არ ამოასუნთქა. როცა იცის, რომ ვარანი ყავს დამზღვევად, ძაან საკაიფოდ ყომარობს ხოლმე
შოუ - ამაზე ბევრი დაწერეთ, კაი ხანი არ ააყენებს სკამიდან მალასიას როგორც ვვარაუდობდით
ფრედი - ამას ნამეტანი უყვარს ტოტენჰემი, სულ სეზონის საუკეთესო პერფორმანსები აქვს ქათმებთან
კაზემირო - ეგრე რა შე დალოცვილო, ბოლო 3 მატჩია ერთი მეორეზე უკეთეს პერფორმანსებს დებს და გუშინ საერთოდ ისე ითამაშა, ბისუმა, ჰოიბერგი და ბენტანკური გადათელა რასაც ქვია. ესეთი კაზემირო ერთი გუნდია ფაქტიურად, თან მეორე სართულზე რა ძერსკია. მაგარია მოკლედ, ესეთი პერფორმანსებისთვისაა ნაყიდი და არ გაგვიცრუებს იმედებს იმედია
ბრუნო - ამაზე ტენ ჰაგმაც თქვა მატჩამდე კაკ რაზ, გოლები და ასისტები ისე შეიძლება აღარ აქვს, როგორც ადრე, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, გარდა იმისა, რომ მაგრად კაპიტნობს, ტრანზიშენისას და პრესინგისას ბრდღვნისო და ეგრეა ნაღდად, ხან კი გონებაშეზღუდულის შთაბეჭდილებას ტოვებს ისეთ პასებს აკეთებს, მაგრამ ხან მაესტროს მოუდი ერთვება ხოლმე.
ენტონი - ეს ბიჭი მაოცებს, ეგეთი დონე თუ იყო ვერ წარმოვიდგენდი, აჭარბებს მოლოდინებს. რა სხარტია ტიპი, ვერ უახლოვდებიან, დაცვასაც მაგრად ეხმარება. კაროჩე სასწაულად გაგვაძლიერა, ეს რომ არ გვყავდეს, ოთხეულის თეორიული შანსიც არ გვექნებოდა იმდენად მკვდარი იყო სეზონის სტარტზე მარჯვენა ფლანგი
სანჩო - ერთადერთი სუსტი წერტილი, მოსამატებელი აქვს აშკარად, ვერ უწყობენ შოუ და რეში, საერთოდ სხვა სტილის იგროკები გვყავს და ამოვარდნილია რა გუნდიდან. იმენა ბოლერია ეს, სიტის კადრია, ტყუილად ვაფუჭებთ

რეში - კარგი იყო ძალიან, ლორისს რომ არ ეღმერთკაცა, გაიტანდა 2 გოლს მაინც. ესეთი აქტიური და თავდაჯერებული რეში სერიოზული ძალაა
იმედია მარსიალი მალე გამოჯანმრთელდება და რონალდომ ბოლო მატჩი ნიუკასლთან ჩაატარა, რაც გუშინ ქნა, არ ვიცი ძმაო, მაინდაც კი ვერ ამართლებს ტიპს

ლისანდრომ ეხლა უნდა გვანახოს რომ ნაღდად დუხიანი არგენტინელია და მესის და ტენ ჰაგის ხათრით მოაძროს ფეხი ვარჯიშზე