რეალს ვუყურებ დაახლოებით 2001 წლიდან,
უბრალოდ ყურების გარდა რაც თავი მახსოვს ყოველთვის აქტიურად ვადევნებდი მოედნის მიღმა რა ხდებოდა გუნდში,
დაწყებული ჯერ გაზეთებიდან, მერე უკვე ინტერნეტით, როცა საშუალება გაჩნდა,
ჰოდა, ამდენი წლის განმავლობაში შეიძლება ამაზე უკეთესი გუნდიც გვყოლია
მაგრამ არასოდეს, აი არასოდეს ასეთი ატმოსფერო გუნდში არ ყოფილა, როგორც ბოლო ორი წელია.
ესე ერთ მუშტად შეკრული, ერთმანეთთან შეთამაშებული და მეგობრული ეს გუნდი არასოდეს ყოფილა.
უბრალოდ თვალებს უხარია, რომ ვუყურებ