პირველი გუნდი და ჩემთვის საყვარელ ბავშვობის მოგონებად ასოცირდება და დღემდეც
მომყვება რეალია სპორტული ზედა და შორტი რაც მქონდა რეალის იყო ,ფიგუს 7 ნომრიანი მაისური
ეს ციფრიც,რატომღაც მევასება ძალიან,საოცარ ხალხსაც უთამაშია ამ ნომრიანი მაისურით.(მეორე მაისური,რომელიც დეიდაჩემმა მიყიდა დელპიეროს იუვენტუსის იყო ,რატომ მიყიდეს ოღონდ მაგისი არ მახსოვს:დ)
ფაქტიურად რეალის გულშემატკივარი გავხდი,გალაქტიკოსის რეალიდან მოყოლებული,
საშინლად მეზიზღებოდა ბარსელონა,რატომ არ ვიცი მარა აი ორგანულად ვერ ვიტანდი მაგ გუნდს.
მართალია იმ დროს რეალს კარგი პერიოდი არ უდგა,მიუხედავად ვარსკვლავებით დახუნძლულობისა,მაგრამ მაინც შემოვრჩი დღემდე მის გულშემატკივრად.
ამათი თამაშების ყურება არის ერთი ორგაზმი,ჯერ მარტო 2014 წლის ფინალში რამოსის გოლი და შარშანდელი წელი კიდევ ხო წარმოუდგენლად ზღაპარი იყო.8 წელში მოგებული 5 ლიგა.
ზოგი ადამიანი რამდენს კარგავს ბავშვობაში,რომ რეალი არ აირჩიენ
მეორე გუნდი რომელსაც რეალის შემდეგ ვაყენებდი იყო ფერგის მანჩესტერი, საოცარი გუნდი იყო იმ დროს.
მანჩესტერის რონალდო კიდე დაფრინავდა პლ-ში. იმ ასაკში ერთი სიამოვნება იყო მაგის ყურება.
მესის და რონის წასვლის შემდეგ ახალი საგულშემატკივრო გამოგვიჩნდა კვარას სახით ერთი- 10-15 წელი ,თუ იშრომებს და ასე გააგრძელებს,ხომ
კარგი მისთვისაც და ჩვენც არ მოგვაკლდება სიამოვნების მიღება მისი თამაშის ყურებით და დიდ გრანდშიც ვიხილავთ

აქვე ფეხბურთელებზეც გავაკეთებ პატარა კომენტირებას
რონალდო არის ჩემთვის პირადად მისაბაძი სამაგალითო სპორცმენი(არა მარტო ჩემთვის ,დარწმუნებული ვარ ნებისმიერმა ახალგაზრდა მომავალმა სპორცმენმა ვისგანაც მაგალითი უნდა აიღოს ეს რონალდოა,ამაზე დიდი საინსპირაციო ფეხბურთში არ ვიცი სხვა ვინ შეიძლება იყოს),მან აჩვენა ყველას თუ როგორ შეიძლება საკუთარი თავისგან დიდი შრომის შედეგად გამოიძერწო ერთი ჩვეულებრივი ბიჭისგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.
მესი კიდე გენია,რომლის თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა,ესთეტიკურობის მწვერვალი და ათასში ერთხელ თუ იბადებიან ასეთები.
სამწუხაროა რომ მთავრდება ამ ორი გენიის ერა,მაგრამ სხვა რა გზაა.
This post has been edited by მეტამორფოზა on 8 Sep 2022, 17:00