„ ბარსელონაში არ დავბრუნდები, ინტერ მაიამიში გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ 100%-ით ჯერ კიდევ არ არის ტრანსფერი დახურული, იქ წასვლა გადავწყვიტეთ. თუ ბარსელონაში დაბრუნება არ გამოვიდოდა, მსურდა ევროპა დამეტოვებინა და მეტი მეზრუნა ოჯახზე „
„ მსურდა თავად მიმეღო გადაწყვეტილება და ამიტომაც არ ვბრუნდები ბარსელონაში, მიუხედავად იმისა რომ ამას ვისურვებდი, ეს ვერ მოხდებოდა „
„ ბარსელონამ თქვა რომ ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული ? ყველაფერს მოვუსმინე რაც ითქვა, ლა ლიგამ დასტური მისცა კლუბს, თუმცა არ არის სიმართლე რომ გადაწყვეტილება ჩემზე იყო, რადგან კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთებულიყო ჩემს დასაბრუნებლად. არ მსურდა ამ ეტაპის თავიდან გავლა „
„ არ ვიცი გააკეთა თუ არა ბარსამ ყველაფერი რაც შესაძლებელი იყო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დავბრუნდები კლუბში, რაიმე გზით „
„ როდესაც კლუბი დავტოვე, 2021 წელსაც ლა ლიგა თანახმა იყო ჩემს დარეგისტრირებაზე, მაგრამ ეს არ მომხდარა. ამის შიში მქონდა, რომ ახლაც იგივე არ განმეურებულიყო „
„ არასდროს არ მსურდა ბარსელონას დატოვება. რა თქმა უნდა , მენატრებოდა ბარსა პსჟ-ში ყოფნის პერიოდში „
„ ბარსელონას მთელი წლის მანძილზე ვადევნებდი თვალს და მსურდა, რომ კლუბს ლა ლიგა მოეგო, ისევე როგორც ბარსას ყველა გულშემატკივარს. პირველ წელსაც თვალს ვადევნებდი. ჩავის ბევრს ვესაუბრებოდი, მათ შორის ზოგიერთ თამაშზეც „
„ მე და ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერები ვიყავით დაბრუნების შესაძლებლობით, მაგრამ იმავე დროს არ ვიცოდით რა მოხდებოდა რეალურად, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ძალიან გვსურდა დაბრუნება „
„ დღეის მონაცემებით, კლუბი არ იყო იმ პოზიციაში რომ ჩემთვის გარანტიები მოეცა. რაც გასაგებია იქიდან გამომდინარე, თუ რა სიტუაციაშია კლუბი „
„ არის თუ არა ბარსელონა ის ჭრილობა, რომელიც არ ხორცდება? კი, იმის გამო რომ ისე ვერ დავემშვიდობე ხალხს როგორც მსურდა, და როგორც ვფიქრობ რომ ვიმსახურებდი, ისივე როგორც ჩემ მიერ ნახსენები ფეხბურთელები(ალბა,ბუსკეტსი,ინიესტა,ჩავი) იმსახურებდნენ და ეს შეძლეს კიდეც. მეც მსურდა ეს ყველაფერი ასე მომხდარიყო როგორც მათ შეთხვევაში „
„ მსურს მქონდეს ნამდვილი გაცილება იმ ხალხთან, რომელთან ერთადაც მთელი ამ წლების მანძილზე ვთამაშობდი, ეს დიდებული წლები იყო, მსურს შესაბამისად დავემშვიდობო მათ „
„ სიმართლე ისაა, რომ სხვა ევროპული კლუბებიდანაც მქონდა შეთავაზებები, მაგრამ ისინი არც კი განმიხილავს, რადგან ჩემი იდეა მხოლოდ ბარსელონაში დაბრუნება იყო „
„ ჩავისთან, დაბრუნების ვარიანტს განვიხილავდით, ძალიან აღელვებულები ვიყავით ამ შესაძლებლობით. ჩვენ ვკონტაქტობდით „
„ ბევრი რამ ითქვა, ბევრი რამ გავრცელდა, ბევრი ტყუილიც „
„ ლაპროტასთან ძალიან ცოტა ვისაუბრე, ერთხელ ან ყველაზე მეტი ორჯერ. ჩავისთან ბევრს ვსაუბრობდი, კიდევ უფრო მეტს მას შემდეგ რაც კლუბში დაბრუნდა, ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ „
„ ძალიან მინდოდა დაბრუნება, ძალიან აღელვებული ვიყავი ამ შესაძლებლობით, მაგრამ მეორე მხრივ, მას შემდეგ რა გამოცდილებაც მივიღე, როცა ბარსელონა დავტოვე, აღარ მსურდა იგივე სიტუაციის თავიდან გამოვლა. არ მინდოდა ჩემი მომავლის სხვის ხელებში დატოვება“
„ მიუხედავად იმისა, რომ გავიგე ლა ლიგამ მიიღო ყველაფერი და ყველაფერი კარგად იყო ჩემი დაბრუნების კუთხით, კიდევ ბევრი რამ იყო რაც უნდა მომხდარიყო ამისთვის „
„ გავიგე, რომ ბარსას უნდა გაეყიდა ფეხბურთელები ან უნდა შეემცირებინა ფეხბურთელების ხელფასები და სიმართლე ის არის რომ არ მსურდა ამ ყველაფრის თავიდან გავლა „
“ ბედნიერი ვარ ბარსას ლა ლიგის ტიტულით “
„ ძალიან ბედნიერი ვიყავი იმის ნახვით, რომ კამპ ნოუ ჩემს სახელს სკანდირებდა, ვიცი, რომ ეს სიყვარული სამუდამოა და ეს სიყვარული ორმხრივია “
This post has been edited by deep purple_in rock on 7 Jun 2023, 23:42