დაიხურა ეს კლუბი? 26 ნოემბრის მერე არაფერი დაფოსტილა

არადა ფეხბურთის თვალსაზრისით ყველაზე ცხელი პერიოდია, ეს ჩვენი ნაქები ნახევარდაცვაც რა სამარცხვინოდ დაიქნიეს მსოფლიოდან, იქ სერხი რობერტოზე წამოვიდა დღეს ჭორები ხავი ეჩალიჩება დარჩენას, გუნდის პირველი კაპიტანი რო გახდესო

მომავალ ზაფხულს ისევ ლა ლიგის შეზღუდვები უწევთ ოღონდ ამჯერად ვეღარაფერს გააბარიგებენ, აღარ მიცემენ უფლებასო, გამოდის free agentების იმედადაა ისევ ბარსა და არსებული რესურსის.. ლა ლიგაში პირველზეა გუნდი მაგრამ overall როგორი პესიმიზმია ბარსას ირგვლივ ამ თემიდანაც ჩანს.. ხავის კისერზეა ეს განწყობა, ლიგაზე ინტერთან როგორ ჩარჩა ჯგუფში 300 მილიონის დახარჯვის მერე.. პატარ-პატარა ცალკეული იმედები ჩანს თითქოს მაგრამ ხავისი ალბათ 99% აღარ ჯერა რომ ახალ გუნდს ააწყობს, ისეთს რომელიც ისევ ლიგისთვის იბრძოლებს და ეს უიმედობაც მაქედან მოდის პირველ რიგში.. არადა ახალგაზრდების ბირთვი ნაღდად არ არის ცუდი სასტავი და სხვა გუნდში და სხვა პირობებში ბევრს შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში, დაცვიდან რომ დავიწყოთ:
კუნდე-არაუხო-კრისტენსენი-ბალდე: კუნდე და არაუხო რომ კარგები არიან ვიცით და ბევრ გრანდში იბრძოლებდნენ ძირითადისთვის, კრისტენსენი ტოპი ნაღდად არ არის მაგრამ არც ისეთია რომ მაგის გამო მთლიან დაცვაზე თქვა ბანძი დაცვააო, ბალდე იმ უღიმღამო ნაკრებშიც რაღაცას ცდილობდა და ზოგადად მგონია რომ კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს და high ceiling, შანსს იმსახურებს ყოველ შემთხვევაში.
ნახევარდაცვა: ბუსკეცი საშინელება, იმედია აქამდე იმიტომ იწყებდა ძირითადში რომ პროსტა ბოლო მსოფლიო ქონდა წინ და პატივი სცეს მის დამსახურებას, ჩემი აზრით ბუსკეცია ყველაზე დიდი მიზეზი ესპანეთის გამოვარდნის, აი ტიპიურ ბებრულ-იმპოტენტურ ფეხბურთს რომ თამაშობდნენ 1000 პასი და არცერთი გამამწვავებელი და არანაირი სიჩქარეები, ეს პირველ რიგში გადაღრძუებული საყრდენის ბრალია, რომელიც თანამედროვე სისწრაფეებს უბრალოდ ვეღარ ყვება და კლავს თამაშს. მეორე მხრივ დეიონგს კარგი მსოფლიო აქვს და ცოცხალი, მოძრავი ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც თავისი ნაკრების მატორია. პედრი აი ნუუუ კაი ნახევარმცველია რა, ის ნაღდად არაა რა ჰაიპიც აქვს მაგრამ ეგეც ისეთია რომ კარგმა გუნდმა უკეთ უნდა გამოიყენოს, იგივე ბაიერნი-სიტი-ლივერპული ჩემი აზრით ბევრად კარგად გამოიყენებდა, კრეატიული ვერ არის და difference makerი მაგრამ ნახევარმცველისთვის შესაბამისი მაღალი დონის სქილები ნამდვილად აქვს. აი გავიზე რა ვთქვა არ ვიცი, მებრძოლია ისა-ესა, მაგრამ ოქროს ბიჭუნობის ვერაფერს ვატყობ, ცალკე აღებულს კიდე არაუშავს, აი ბუსკე-პედრი-გავის ტრიო რომ იკვრება იქ უკვე საშუალო დონეზე ჩამოდის, არ ვიცი ბუსკეს ბრალია თუ პედრისთან ერთად არ გამოდის მაგის თამაში, იმიტომ რო შეტევაში კრეატივი სრულიად ნულდება მაგ ორზე როცაა ნახევარდაცვა დამოკიდებული და უკან მკვდარი ბუსკეცი უდგას, აი წაგების ფორმულაა ეგ ტრიო რა, მე მარტო პედრის მივცემდი მაგ სამიდან შანსს და ნუ დეიონგს, აი მესამე კაცი ვინ უნდა იყოს, რა მახასიათებლების და რა პოზიციის აზრზე არ ვარ, ანუ გყავს დეიონგი-პედრი, იდეაში ორი ცენტრალური ნახევარმცველი, მესამე კაცი შემტევი ნახევარმცველი გჭირდება ვინც მთავარი კრეატივშიკი უნდა იყოს თუ პირიქით კარგი საყრდენი რომ ამ ორს მეტად დაეკისროს შეტევის ორგანიზება? ჩემი აზრით ეს არის დღევანდელი ბარსელონას ყველაზე key კითხვა, ამის სწორად ამოხსნამ შეიძლება სრულად გახსნას ეს გუნდი და მომენრალურად ისე აათამაშოს როგორც თამაშობდა.
თავდასხმა: ლევანდოვსკიზე რავი ბევრი რა უნდა თქვა, გუნდი თუ ეყოლება 1-2 წელი არაფერი აქვს დასაწუნი, თავის საქმეს გააკეთებს. რაფინია/დემბელე ორივე კარგ მსოფლიოს ატარებს და ორი ყველაზე გამორჩეული ფავორიტი ნაკრების უპირობოდ ძირითადის მარჯვენა შემტევები არიან, ცუდი ისაა რომ ორივე RW არის მაგრამ ამ პოზიციაზე როგორ უნდა თქვა რომ გუნდს პრობლემები აქვს? აი პრობლემები არის რეალურად მარცხნივ, როგორი იმედი მქონდა რომ ანსუ შევიდოდა ფორმაში, მკვლელის ინსტიქტს დაიბრუნებდა და Game Changer გახდებოდა, მაგრამ ნუ ნაკრებშიც ტყუილად ყავდათ და ერყობა ვარჯიშებზეც ვერაფერს შვება.. მეორე კიდე ფერან ტორესი, ფაფხურა ესპანელი, ვითომ ცუდი ფეხბურთელი არაა ჯამში, მარა ნუ აი ბარსას დონე რომ არაა ეგ სანამ ხავი თავს გაიგიჟებდა და იყიდიდნენ იქამდეც ჩანდა.
მოკლედ ასეთი სიტუაციაა რა, რაც გუნდს ჭირდება ახლა ყველაზე მეტად ეს არის კარგი მწვრთნელი(ხავიზე მაინც არ ვიქნევ ჯერ ხელს, სეზონის ბოლომდე პატარა იმედი კიდევ მაქვს) და აუცილებლად მოსაყვანია ძირითადის ნახევარმცველი ვინც უნდა შეკრას ეს გუნდი, აი ეს კიდე ისევ მწვრთნელზეა ყველაზე მეტად დამოკიდებული ვის ხედავს ასეთად, რა პროფილის ფეხბურთელს.. დალშე გუნდში ძირითადი ბირთვი ასე თუ ისე არის ვისზეც შეიძლება რომ კარგი გუნდი ააწყო, ასე ფურცელზე ევროპაში ბევრი გუნდი ნაღდად არ ჯობს ბარსას, მარა სერიოზული Boost ჭირდება რომ ამუშავდეს გუნდი.
This post has been edited by LeBron on 9 Dec 2022, 19:25