ძაან საკაიფო იყო დელ ტოროს ქაბინეთ ოფ ქურიოუსითის, მიკვირს რატო დაიწუნეთ აქ ისეთმა ხალხმა ვისაც ჭკუა მოეკითხება გემოვნებაში ?
იყო რამდენიმე ეპიზოდი ჩავარდნა, მაგრამ რამდენიმეს ძალიან სერიოზული ატმოსფერო ჰქონდა, მე მაკაიფა მაგრად
* * *
პოლიტგანყის პოსტია
დღეს, თამარაშვილისა და ყაზბეგის ქუჩის კვეთასთან, ავტობუსის გაჩერებაზე ასეთი რამ მოხდა:
გაჩერებაზე გაჩერებისთანავე, 383 ავტობუსს, გვერდით ამოუდგა ჩაბურულ მინებიანი BMW და ჩაწეული ფანჯრიდან ავტობუსის მძღოლს გინება დაუწყო.
რაღაც მომენტში ავტობუსის მძღოლს გადაეკეტა, ჩავიდა ავტობუსიდან და ეცა BMW-ს. . ნერვებაშლილი მძღოლი ეჯაჯგურებოდა მანქანის კარს, დედას აგინებდა და უყვიროდა, გადმოსულიყო მანქანიდან.
ამ დროს, ბეემვეს მძღოლმა, ხელის გაწაფული მოძრაობით იარაღი ამოიღო და ავტობუსის მძღოლს მიუშვირა ეს უკანასკნელი გვერდზე გახტა და ავტობუსში შევარდა. ცდილობდა კარის დაკეტვას. მაგრამ დადევნებულმა ბეემვეს მძღომა კარის დაკეტვის საშუალება არ მისცა და შეყვა ვტობუსში. დაუწყო ავტობუსის მძღოლის დამცირება და მსუბუქი ცემა (დაჩმორება).
მგზავრებიდან, თუ ვინმე ახლოს მისვლას დააპირებდა, ამას ხელი იარაღისკენ მიქონდა და იარაღის შიშით აჩერებდა გამომქომაგებელს.
ასე გრძელდებოდა რამოდენიმე წუთს.
ბოლოს მანქანიდან ვიღაც ბიჭი გადმოვიდა, მივიდა მოძალადესთან და ძაან მშვიდად უთხრა - წავიდეთ.
ამით მორჩა ეს ამბავი.
არ ვიცი, ეს ტიპი ძალოვანი იყო თუ კრიმინალი (ალბათ უფრო პოლიციელი), მაგრამ ვიცი, რომ ასეთი რამე ქალაქში არ უნდა ხდებოდეს.
ეს ფაქტი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ვიღაცეებს ისევ აქვთ დაუსჯელობის შეგნება, ფეხზე კიდიათ კანონი და აკეთებენ იმას, რაც ავადმყოფ თავში მოუვათ.
ეს ბმვ ცოტა ხანში შკოდის ტიპის ავტომანქანებით გააჩერეს.
დალშე არ ვიცი.
თუ ის ტიპი არ დაისაჯა, ზნაჩიტ ბუდეა
''ცხოვრება ბევრი დღეებია. ეს დღეც გავა'' ჯ. ჯოისი
''A first sign of the beginning of understanding is a wish to die'' F. Kafka
"და როდესაც განაგრძობ ცხოვრებით ტკბობას და იფიქრებ, რომ ყველაფერმა ჩაიარა გახსოვდეს - მე ვიცი სად ცხოვრობ, მე მახსოვს რა ჩაიდინე.” უ. პირსი