მე ვუკოვარში დავიბადე, ჩემთვის ყველაზე ლამაზ ქალაქში. თუმცა იგი ომის სიმბოლოდ გადაიქცა.
იქ 2 წლის წინათ დავბრუნდი. მანამდე, 25 წელი არ მენახა, იმ დღიდან, როცა მიწასთან იყო გასწორებული და ორიენტირება მიჭირდა.
მხოლოდ შენობათა ჩონჩხები და უადგილო ტრანშეები მოსჩანდა. მათ თავზე არ დაფრინავდნენ ჩიტები, არ დარბოდნენ ძაღლები, არაფერი...
ომი ამაზრზენი რამ არის, მაგრამ ძმათამკვლელი, რომელიც ყოფილ იუგოსლავიის ტერიტორიაზე გადავიტანეთ, გამორჩეულად საშიშია მათ შორის, რაც კი შეიძლება ქვეყანას დაატყდეს თავს.
მეგობრები ერთმანეთს ესროდნენ, ოჯახები იშლებოდა. ჩემი საუკეთესო მეგობარი იძულებული გახდა ჩემი სახლი გადაეწვა.
ჩემი ხორვატი ბიძა, დედაჩემის ძმა, მამაჩემს მოკვლით ემუქრებოდა. თაობები უნდა შეიცვალოს, რომ შევძლოთ იმაში გარკვევა,
თუ რა მოხდა სინამდვილეში. ეს ყველასათვის გამანადგურებელი შედეგის მომტანი აღმოჩნდა.
და იგივე, რასაც ვამბობ, თავისუფლად შეიძლება ხორვატისგან ან ბოსნიელისგან მოისმინოთ. ჩვენ სიგიჟე გამოვიარეთ.
ხანდახან მეჩვენება, რომ 150 წლის ვარ. ახალგაზრდობა სერბეთში, კარიერა და უამრავი ქალაქი, შვილები, გაჭირვება, წარმატებები...
მაგრამ ამ ყველაფერთან 2 საშინელი ომი, ჭრილობები და ცრემლი, რომელიც გამოვიარე... დღეს შემიძლია უკან მობრუნდე,
ჩემს განვლილ გზას გადავხედო და საკუთარ თავს ვუთხრა: "სინიშა, რამდენი სიცოცხლით გიცხოვრია".
ელმაზი გაცილებით უფრო გუნდური იგროკია დაჟე და ადრე თუ გვიან ამოაგდებს კიდევაც © Andro_forza juve
........................................................................................................
ქართველები მონობას ისე შეეჩვიენ, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, უკვე თავისუფლება ჰგონიათ