#62457986 · 2 Feb 2026, 21:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცხენი ფააააააააააქტ თუ ფაიიიიიიიიიიიიიილ იგეეეეეეეეეეეებს ირლანდიუუუუუუუუუუუუუუურ გოლდ ქააააააფს ვილი მულინსის ცხენების ტრიუმფი ირლანდიურ გოლდ ქაფზე მისი 3 ტოპ ცხენი პირველ სამეულში მოვიდა, რაც პრინციპში მოსალოდნელიც იყო, ამათ გარდაც ყავდა რამდენიმე კარგი ცხენი და მითუმეტეს ესენი, ზედიზედ 3 ვერ მოგებული დოღის შემდეგ ფაქტ თუ ფაილი მორიგ 1 ჯგუფის დოღში იმარჯვებს და ამჯერად უკვე ირლანდიიიის მთავარ სტიპლჩეიზში ირლანდიურ გოლდ ქაფზე აღწევს წარმატებას მაკმანუსის ფორმაში გამოწყობილი ჟოკეი მარკ ვოლში ცხენი ფაქტ თუ ფაილით დამაჯერებელი გამარჯვებააა, დიდი კონკურენციის გარეშე მოიგო ამ ცხენმა 5000 მეტრზე გამართული გოლდ ქაფი, რამდენიმე წინაღობით ადრე ეტყობოდა რო ყველაზე კარგად ის გამოყურებოდა და დასვენებულად მოდიოდა, საბოლოოოდ ბოლო წინაღობოაზე წარმატებით გადახტომის მერე ხელი ვეღარავინ შეუშალა მის გამარჯვებას, მეორე ადგილზე გაელიკ ვორიორი მოვიდა, მესამეზე კი ლეგენდარული გალაპან დე შამპი რომელიც გოლდ ქაფების მოგებაში გამოცდილია მაგრამ ამ სეზონში 3 ადგილებს დასჯერდა ზედიზედ ორ დოღშიVIDEO ტრენერი გორდონ ელიოტის ცხენი Brighterdaysahead ზედიზედ 2 წელია იგებს ამ დოღს და შარშანდელი ლეგენდარული სტეიტ მენის დამარხების შემდეგ წელს კიდევ ერთი მულინსის ცხენი ლოსიმაუსი დაამარცხა, ლოსიმაუსთან ცოტა ხნის წინ წააგო ელიოტის ამ ცხენმა დოღი და აგერ გუშინ რევანში აუღო და 3200 მეტრზე ირლანდიური ჩემპიონ ჰარდლიც მოიგო, დამაჯერებლად რამდენიმე კორპუსით დაამარცხა ლოსიმაუსი ელიოტის ამ ცხენმა რაც ადვილი საქმე არააა, ძალიან ძლიერი ცხენია ლოსიმაუსი და მასთან ასე გამარჯვება დიდი წარმატებააააVIDEO 3200 მეტრზე სტიპლჩეიზის წინაღობის დოღში საოცარი გამარჯვება მოიპოვა ვილი მულინსის ცხენმა მაჟბროუმ, საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ყავდა და მათთან წაუგია კიდე მაგრამ გუშინ საოცარ ფორმაში იყო და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა 1 ჯგუფის ჩეიზში, დიდი უპირატესობით უშანსოდ დაამარცხა კონკურენტები მულინსის ცხენმაVIDEO პირველი ჯგუფის ჩეიზის დოღში ასევე გორდონ ელიოტის და ვილი მულინსის დაპირისპირება ვიხილეთ, ამ 2 ტრენერის ცხენების ძალიან მაგარი ბრძოლა იყო ფინიშის ბოლო მეტრებზე, რაც თითქოს არ უნდა ყოფილიყო მაგრამ მაინც დაიძაბა ბოლოში, ელიოტის ცხენი რომეო ქულიო რომელიც ფავორიტი იყო ამ დოღის ბოლო წინაღობის შემდეგ რამდენიმე კორპუსით წინ იყო მულინსის ცხენზე მაგრამ, ბოლოსკენ მოუმატა მულინსის ცხენმააა და წამოეწია მეტოქეს, მაგრაააამ მაინც 1 ფინიშზე ელიოტის ცხენი რომეო ქულიო მივიდა და ჩაიწერა 1 ჯგუფის გამარჯვებაVIDEO აი ამ დოღში კი პირიქით ვილი მულინსის ცხენმა აჯობა ელიოტის ცხენს და ალბათ ამ 2 დღიანი ირლანდიური ფესტივალის ყვეალზე მაგარი ფინიში გამოვიდა ამ დოღშიიი, ცხენი თალკ ზე თალკი რომელიც ბოლო წინაღობის შემდეგ მესამე ადგილზე იყო, ძალიან კარგი სვლით წამოვიდა და წამოეწია ელიოტის 1 ადგილოსან ცხენს და სუუუულ ბოლო წამს ცხვირით შეასწრო მულინსის ცხენმა თალკ ზე თალკმააა და დაამარცხა გორდონ ელიოტის ცხენი, 1 ჯგუფის ჰარდლის წინაღობიანი დოღი იყო ეს 3200 მეტრზე, საოცარიიიიიი ფინიში ბრავოოოოოოოოVIDEO დუბაიში მშვენიერი გამარჯვება მოიპოვა 1 ჯგუფის ქვიშის დოღში ცხენმა იმპერიალ ემპეროლმა, რომელმაც 2000 მეტრზე მოიგო ეს დოღი დააა დუბაი ვორლდ ქაფზე ანუ დუბაის წლის მთავარ დოღზეც სავარაუდოდ გამოვა ეს ცხენი და ამ მომენტისთვის 3-4 ფავორიტია კოეფიციენტიბით იქVIDEO ამერიკაში გამორჩეული დოღი გაიმართააა, პეგასუს ვორლდ ქაფი, სადაც ბევრიიი ცნობილი სახე მიდის ხოლმე და ესწრებააა, საკმაოდ პრესტიჟული დოღია და დიდი წვეულებებიც იმართება ხოლმე ამ ფესტივალზე ძალიან მაგარი გამარჯვება მოიპოვა 7 წლის ცხენმა რომელსაც არასდროს ქონდა მოგებული 1 ჯგუფის დოღი, ცხენი Skippylongstocking რომელიც არაერთხელ იყო გამარჯვებული 2 და 3 ჯგუფის დოღებში, 1 ჯგუფის დოღი მას მოგებული არ ქონდა და ასე პირველად მოიგო 1 ჯგუფი და თან ასეთი პრესტიჟული პეგასუს ვორლდ ქაფის 1 ჯგუფის დოღი, ძალიან მაგარი ფინიში ქონდა ამ ცხენს, ფინიშის სწორზე შორი რკალით 4-5 ადგილიდან შევიდაააა და კარგად გაეკიდა 1 ადგილზე მყოფ საკმაოდ ძლიერ ცხენს ვაით აბარიოს, რომელიც თითქოს ახლოს იყო ამ დოღის მოგებასთან მაგრამ იმ 7 წლის ცხენმა ჩაუქროლა ფინიშის სწორზე და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვაVIDEO This post has been edited by ani-salivani on 2 Feb 2026, 21:15