ონლაინ ყიდვას რაც შეეხება ოფიციალური საიტიდან შეგიძლიათ იყიდოთ, ფიდელითი ქარდს შეიძენთ 20€ ღირს და რაიმე იტალიურ მისამართზე გაგზავნით. ამ შემთხვევაში შიფინგის 10 ემატება და თქვენ ეგ ფიზიკური ვერსია არაფერში გჭირდებათ, მეილზე მოგდით იგივე კოდი რომელსაც მერე ბილეთის ყიდვისას ჩაწერთ.
მეორე და ჩემთვის ყველაზე კაი ვარიანტი ეს იყო
https://instagram.com/getnapolitickets?igshid=YmMyMTA2M2Y=ამ კაცისგან შევიძინე აინტრახტის ბილეთები. ოღონდ წინასწარ უნდა მიწერო, თამაშამდე 1-2 თვით ადრე რომ ჯავშანი გააკეთო, რადგან შეზღუდული აქვს რაოდენობები. 35€ გიმატებს სერვისისას და თამაშის დღეს გადმოგცემთ ხელში იმ ბილეთს. სანდოა.
ვისაც საშუალება აქვს ყველას ვურჩევ წავიდეს და შეიგრძნოს ეს სიგიჟე რაც ნაპოლში ხდება. საქართველოს დროშა არ დაგავიწყდეთ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გარანტირებული გაქვთ. ქუჩაში რომ გაგიჩერებენ და სად მიდიხარ მოდი წაგიყვანო, ქალაქის ავტობუსის მძღოლი რომ სიგნალებს და კვარა კვარას გეძახის, პოლიცია რო გეხუტება და სურათების გადაღებას გთხოვს დროშასთან...
სტადიონზე ადგილს რაც შეეხება, მხედველობა რამდენადაც კარის უკან ყველაზე ცუდია, იმდენად მაგარი გარემოა. ზემოთ უკეთესია მარა ქვედა იარუსიც ძალიან კარგია გარემოს მხრივ. ფანობაა გიჟური, ფეხზე 90 წუთი დგომა მოგიწევთ ოღონდ, იქ ყველა დგას:დ
This post has been edited by GRAZU on 18 Mar 2023, 04:56