გერმანიის ბალეშიკი ამ მსოფლიოზე თქვენსკენ ვარ :დ
ზოგადი მდგომარეობის გამო მსოფლიოში ,სხვა საჭირბოროტო საკითხებია წამოწეული წინა პლანზე
შესაბამისად, ფილოსოფიურად აღარ რჩებოდა ფეხბურთისთვის ის ფუნქცია, რაც ჰქონდა ყოველთვის, სხვა ღირებულებებმა წამოიწია და პირველი მსოფლიოა, მთლიანად რომ ვერ ვუყურებ და ვგრძნობ
თუმცა მაინც მსოფლიოა და გული მიიწევს
წინასწარ ვიცოდი ბრაზილიისკენ ვიქნებოდი რამდენიმე მიზეზის გამო:
პირველ რიგში, ეხლა დრო არ არის არსებული საფეხბურთო წესრიგი შეიცვალოს და ის დამკვიდრებული ტენდენციები რაც ისტორიულად დამკვიდრდა , არ მინდა შეიცვალოს. ეხლა მაგის დრო არ არის, სხვა ბრძოლა მიმდინარეობს სინათლე-სიბნელეს შორის.
მეორე, სამხრეთამერიკულებს ისე გაასწრო ევროპულებმა, რაღაცნაირად დაირღვა წონასწორობა და ეს ნამდვილად არ მომწონს, ასწორებდა 2 სამხრეთამერიკული გრანდი რომ უტრაკებდა ევროპელ ბობოლებს, ბრძოლის ხიბლს სძენდა. (ღარიბები მდიდრების წინააღმდეგ:დ )
მესამე, 2002-ის ფინალის, 2006ის ნახევარფინალის, 2008ის ფინალის, 2010-ს ნახევარფინალის შემდეგ იმხელა მოიტანა 2014-მა, ეხლაც კი თითქმის იგივენაირი კაიფი მოაქვს ამ ვიდეოს როგორც 8 წლის წინ, თითქოს დღევანელია. შესაბამისად, ეხლა გერმანიის მოგება, ვერანაირად ვერ იქნებოდა იმის ნახევარიც კი, რაც 2014-ს ჰქონდა ამდენწლიანი ტაჯვის, ბოღმის, ტკივილის და პრელუდიის მერე. თან იხ.პირველი მიზეზი ( არარის დრო გერმანიამ ბრაზილიას გაუსწროს ეხლა)
და ბოლოს, შემაჯამებელი. დიეგოს რაც მოუგო 90ში, მის მერე გერმანია არგენტინას სულ უგებს. ალბათობის თეორიით შეილება ეს დარღვეულიყო. როგორც მარადონისტი, არ მსურს მესიმ მოიგოს ეს მსოფლიო, რადგან რადგან რადგან: უამრავი მიზეზია. 86-ს განვიხილავ, ინგლისთან მატჩის წინ ვარ გაჩერებული და არცერთ მსოფლიოზე მე მსგავსი მესი არ მინახავს. თუმცა იმდენი მსოფლიო თამაშობს (მესი 2006 წელს პოტენციურად = მარადონა 1978, მაგრამ მესი ბუნჩულა ბიჭუნაა და წაიყვანეს, დიეგო არა, 78ის ოქროსაც მიამატებდა, იმას სულ ჩაგრავდა სისტემა) და ბოლოს დროს რასაც ვატყობ, მთელი საფეხბურთო სამყარო ჩალიჩობს ჰეფიენდზე, ფიფას მაგრად გაუსწორდება მესის გაჩემპიონება და კიდევ წაუკრავენ ხელს, მესამე მეოთხე პენალტებით, რო რამე. ჯარიმებზე არც მაქვს ლაპარაკი, შეხებაზეც რომ დებენ.
ჰოდა, საფეხბურთო სამართლიანობა ბრაზილიის ხელით მინდა აღდგეს, სხვანაირად რთული წარმოსადგენია.
დროა ნეიმარმა ოფლი დაღვაროს და დაამტკიცოს რატომ იყო უდიდესი ტალანტი, ეყო ფული და გულავი. ეს მსოფლიო საკმარისი იქნება ყველას სახეში ააწნას
აბა თქვენ იცით
პ.ს. მესამე მიზეზში მიწერია იმ სიხარულის შესახებ რაც ვერანაირად ვერ იქნებოდა ეხლანდელი გერმანიის ჩემპიონობა და ვიდეოს ჩასმა არ ვიცი
აი ამაზე ვამბობ
https://youtu.be/BQuq4W8ylP8 This post has been edited by oqrialeli on 8 Dec 2022, 15:43