არც კი ვიცი სადან დავიწყო.
პირველ რიგში ალბათ კაცობრიობა იმსახურებდა ფილმის ბედნიერ დასასრულს, სადაც მესის მსოფლიო თასით ხელში ნახავდნენ.
თავად ლეოც ხო იმსახურებდა და იმსახურებდა. მაგრამ აქ დიდი სხვაობაა იმსახურებდა არგენტინა თუ იმსახურებდა მესი.
მთლიანად არგენტინის ნაკრებს თუ ავიღებთ ალბათ ყველაზე სუსტი მსოფლიოს ჩემპიონია ბოლო 20 წლის მანძილზე.
ყველა ნაკრები მოუგებდა ამ არგენტინას გერმანიის გარდა imho და ამათმა მაინდამაინც გერმანიასთან წააგეს
ეხლა მთავარი ხომ ის არის რომ მესი მსოფლიოს ჩემპიონია და ეს ყველა მნიშვნელობის საკითხს ფარავს.
ტიპს რომლსაც შესაძლოა 10 წუთი აშორებს მესამე მსოფლიო ომამდე, ის იცლის და ტვტავს, ლეო გილოცავო. წერტილი. საკითხის მნიშვნელობა გასაგებია.
მადლობა ლეოს რომ ჩჳენთვის ლაივში ითამაშა, ის რომ შეძლო რაც შეძლო და მადლობა დოჰას მაფიას, შეიხებით დაწყებული ფიფას ბინძური ჩინოვნიკებით.
არ ვიცი 36 წლის მერე ფორუმი იარსებობს თუ არა, ან თუ იქნება მე ისევ აქ რატო უნდა ვპოსტადე მარა. პირობას გაძლევთ ამჯერად შემდეგ ჩემპიონობამდე, მოსეს გზის გავლა მოგიწევთ, თუ გეყოთ ეგეც.