nikato-nikatoნუ გვახარბებ

ლიონელ სკალონის პირველი პრესკონფერენცია, როგორც მსოფლიო ჩემპიონი:
“უზარმაზარ სიხარულს ვგრძნობ, რადგან ხალხი ბედნიერია. ისინი გვხედავენ როგორც გმირებს, ეს არის სიხარული, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება და ეს მშვენიერია. მსურს, რომ ფეხბურთელებმა ნახონ ეს და სრულად დატკბნენ.”
“კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს ტიტულის მოპოვებისთვის, მაგრამ ასევე ვეუბნები, რომ ეზ ყველაფერი გრძელდება. ახლა ეს უფრო მეტად რთული იქნება, რადგან ყველას ჩვენი დამარცხება ენდომება, რადგან მსოფლიო ჩემპიონები ვართ. მაგრამ ჩვენ განვაგრძნობ წინსვლას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.”
“ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ გარნაჩოზე და ვიმედოვნებთ, რომ ის მოგვიანებით შეძლებს ჩვენი მაისურის ჩაცმას. სამწუხაროდ, ის ტრავმის გამო ვერ ახერხებს თამაშს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის ივნისში ჩვენთან იქნება, ის არის ბიჭი, რომლის დიდი იმედი გვაქვს.”
“მიყვარს იმის დანახვა, რომ ეროვნული ნაკრები ყველას ეკუთვნის. მიყვარს, რომ მოთამაშეები ისეთი ენთუზიაზმით მოდიან, თითქოს პირველად არიან.”
“სამწუხაროდ, მუნდიალის ტიტული მხოლოდ 26 ფეხბურთელს ეკუთვნის, მაგრამ ის ყველა, ვინც ამ პროცესში იყო, ასევე მისი ნაწილია. ყველამ თავისი წილი შეიტანა“.
“ახალი პროცესი იწყება, ვინც მსოფლიო ჩემპიონია, უპირატესობა არ აქვს, არიან ბიჭები, რომლებიც გაიზრდებიან და მაღალ დონეზე ითამაშებენ. ახლა ჩვენთვის ახალი თავი იწყება. ჩვენ ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავიღებთ მაისურისთვის.”
“ძალიან ემოციურია სამი ვარსკვლავიანი მაისურის ტარება. ვიმედოვნებთ, რომ მეოთზეს მიღებას დიი დრო არ დასჭირდება.”
“მესის მომავალი ნაკრებში? ლეო კარგადაა, სანამ სხვაგვარად არ იტყვის, აქ მოსვლას გააგრძელებს. ის ბედნიერია მოედანზე და ეროვნულ ნაკრებში.”
“მთავარია, ფეხბურთელებმა თავი ეროვნული ნაკრების მფლობელად არ იგრძნონ და იცოდნენ, რომ მწვრთნელი ყოველთვის თვალყურს ადევნებს და მათი ადგილისთვის სხვა ბიჭებიც იბრძვიან“.
“ჩვენი იდეა არის რომ გავაგრძელოთ ყველაფრისთვის ბრძოლა.”
This post has been edited by დავიდ ვილია on 22 Mar 2023, 17:17