ჩემი ფავორიტები არიან სამხრეთში !
4 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ახერხებს ურუგვაი კოპა ამერიკის 1/2 ფინალურ ეტაპზე თამაშს და დიდი იმედი მაქვს ძალიან ძლიერ კოლუმბიასაც გავცდებით.
ჩემი სიმპათიებიც 2002 წელთან არის დაკავშირებული. მახსოვს დანაისთან დარიო როდრიგესის გოლით რაღაც ახალი აღმოვაჩინე ფეხბურთში.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
იმ დროს დიეგო ფორლანი ახალი გამოჩენილი იყო ასპარეზზე, გუნდის მთავარი ვარსკვლავი ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი კუმირი ალვარო რეკობა გახლდათ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ურუგვაი 2002 წელს ჯგუფში ჩარჩა, მაგრამ საფრანგეთისგან განსხვავებით ყველას თავი ღირსეული გამოსვლით დაგვამახსოვრა.
შემდგომ წლებში ურუგვაი დიეგო ფორლანის ლიდერობით საკმაოდ კარგი გუნდი იყო, რომელიც კოპას 1/2 ფინალში გასვლას ახერხებდა, მაგრამ დაღმასვლა მაინც შესამჩნევი იყო, 2006 წელს კი როდესაც პლეი-ოფში პენალტების სერია გუს ჰიდინკის ავსტრალიასთან დათმეს და მუნდიალს მიღმა დარჩნენ, გუნდისთვის რაღაც ახალის დაწყების საფუძველი გაჩნდა.
2007 წელს ლუის სუარესმა, როგორც ერე დივიზიონის საუკეთესო ახალაგზრდა ფეხბურთელმა აიაქსთან გააფორმა კონტრაქტი, ედისონ კავანი კი 20წ. კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
2010 წელს მუნდიალზე ურუგვაის დიდი დაბრუნება შედგა. ურუგვაიმ 40 წლის შემდეგ პირველად 1/2 ფინალურ ეტაპამდე გააღწია. დიეგო ფორლანმა წარმოუდგენელი რაღაცები ჩაიდინა და მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი მიიღო. აჯობა სუპერ ვესლი სნაიდერს, ანდრე ინიესტას და დავიდ ვილას. დიეგო ფორლანთან ერთად მეტოქის მცველების სისხლის გამშრობი ახალგაზრდა ლუის სუარესი გახლდათ, რომელმაც ჩინებულ პერფორმანსთან ერთად გულშემატკივარს თავი განასთან გმირული ხელით თამაშით დაამახსოვრა. ურუგვაის კიდევ ერთი ვარსკვლავი, ედისონ კავანი სუარესის და ფორლანის ფონზე დაიჩრდილა. ეს ჩრდილი ურუგვაელი ვარსკვლავის სანაკრებო კარიერას კიდევ რამდენიმე წელი გაყვა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2010 წლის გამოსვლა მუნდიალზე რომ შემთხვევითი არ იყო გუნდმა 2011 წელს დაამტკიცა, როდესაც ჩინებული თამაშით კოპა ამერიკა მოიგო და მსოფლიოს მესამე სამხრეთ ამერიკული გრანდის დაბრუნების შესახებ აუწყა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ლუის სუარესი გახდა, რომელიც მაშინ უკვე ლივერპულში ირიცხებოდა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მას შემდეგ არაფერი მოუგიათ, მაგრამ ურუგვაიში ოსკარ ტაბარესის ხელმძღვანელობით გასულ ათწლეულში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი გუნდი შეიკრა. სუარესის, კავანის და ფორლანის დონის ტოპ ვარსკვლავები გუნდს არ ჰყოლია, მაგრამ ბევრი საინტერესო ფეხბურთელი ჰყავდათ. გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კი გოდინი-ლუგანოს გაუვალი დაცვა იყო, კარს კი ქარიზმატული მეკარე მუსლერა იცავდა. ურუგვაის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ტუნრირი 2013 წლის კონფედერაციის თასი გახლდათ, სადაც მე-3 ადგილი დაიკავეს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტაბარესის გუნდმა 2014 წელს მუნდიალზე ჯგუფში იტალია და ინგლისი ჩატოვა. 2018 წელს ურუგვაი ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც რუსეთს თავისი ადგილი მიუჩინა, 1/8 ფინალში კი ევროპის ჩემპიონი პორტუგალია გაისტუმრა სახლში, 2010 წლის შედეგის გასამეორებლად სუარესი-კავანის შეუჩერებელ დუეტს წინ საფრანგეთის უძლიერესი გუნდი აღუდგა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სუარესის, კავანის და გოდინის ასაკის გამო ურუგვაის ნაკრების კრიზისი მხოლოდ რამდენიმე წელი გაგრძელდა. ურუგვაიში ახალი ვარსკვლავები: ფედე ვალვერდე და დარვინ ნუნესი გამოჩნდნენ, ასევე გუნდს ჰყავს ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიცაა: გუნდის კაპიტანი - ხოსე ხიმენესი, რონალდ არაუხო, როდრიგო ბენტანკური და სხვები. ურუგვაი ასევე არის 20 წლამდელთა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ველოდებით ახალ ტალანტებს.

წარმატებები ლა სელესტეს
This post has been edited by Rammstein on 10 Jul 2024, 17:20