George_Bestმეიბელი მიყვარს, მარა ყველა სხვა პერსონაჟიც იდეალურია.
ზედმეტ თამაშზე რომ წერენ მეცინება. ძაან რეალური ტიპაჟია. მარტო ფსიქიკური პრობლემებით არა. ეს "ზედმეტი" პირდაპირობა, კომპლიმენტები, სითბო და ბავშვურობა ზუსტად ჩემს მეგობარს მაგონებს. მიმიკებითაც კი ჰგავს. 1-1ში.
მეორე, ვისაც მაგონებს, იმას მართლა ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, მარა გადაჭრით ვერასდროს ვიტყოდი, მისი ავადმყოფობა იყო ეგ თუ გარშემომყოფების ქცევაზე და მისი ცხოვრების პირობებზე ჩვეულებრივი რეაქცია. უფრო მეორე მგონია. მაგ ყველაფერს რომ მოშორდა, იმის მერე კარგადაა.
ხოდა ამ ფილმშიც ეგ დავინახე. მიკვირს თითქმის ყველა კომენტარში imdb-ზე ასე ერთმნიშვნელოვნად რატომაა მეიბელი ავადმყოფად გამოყვანილი. არც გარშემომყოფები აკლებენ...
ბევრი დეტალი მომწონს და მიყვარს. გედების ტბის ცეკვას რომ იწყებს პირველად. ქუჩაში საათს რომ ეკითხება ქალებს. ნიკი. ქმრის მეგობრების ტიპაჟები. რა ნამდვილს ხდის იმ ტიპს, სიმღერის დროს გაფუჭებული კბილებიც რომ უჩანს კადრში. ბავშვების ზღვაზე წაყვანა. ბარში გაცნობილი კაციც რა იდეალურადაა არჩეული, საინტერესო ტიპაჟია.
მეიბელი რომ ბრუნდება და კომპლიმენტებს ეუბნებიან, რა ლამაზად გამოიყურებიო?

რამდენი რამეა.
გაოცებული დავრჩი, ასე კარგად როგორ გადმოსცა რეჟისორმა ეგ ამბავი თავისი სიღრმეებით. თან სცენარის ავტორიც თვითონაა.
ყველა სცენას შედევრად ვთვლი. შემხვდა კომენტარები, გაწელილი კადრებია და მოსაწყენიაო. მე არ მომჩვენებია ეგრე. ყველა კადრს ჰქონდა თავისი დატვირთვა.
უვიცი ნამდვილად ვარ ფილმებში.
This post has been edited by ninc_lfc on 15 Jan 2023, 06:29