ეხლა ფეიგინ ლაივს ვუყურებ და ვიღაც უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ყავს და ბახმუტიდან ვაგნერის ძალები გაიყვანესო ფრონტის ხაზიდან რუსებმა და რეგულარული ჯარის დანაყოფებით ჩაანაცვლესო მოტო მსროლელებით და სადესანტო ბრიგადებით, ტულის დივიზიაო.
რეგულარული ჯარის უფროსობა და ვაგნერის უფროსობა კონტრაში არიან და ეხლა გენშტაბის უფროსია ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელი და ამ უფროსობამ გაუჩალიჩაო ვაგნერს ბახმუტში და სოლედარში, იარაღის მიწოდება შეუმცირესო და საარტილერიო მხარდაჭერის გარეშე მიუშვეს უკრების პოზიციებზე როგორც საზარბაზე ხორციო და ჩაწვა და ჩაწვაო ვაგნერი ისე რო საერთოდ გაიყვანეს ფრონტის ხაზიდან. თან სამედიცინო დახმარებასაც გამიზნულად არასათანადოდ უწევდნენ და ევაკუაციაშიც ხელს უშლიდნენო.
50000 ვაგერელიდან ეხლა 10000 არისო დარჩენილი დაახლოებით.
მოკლედ შიდა კლანების ბრძოლა მიდის და ერთმა კლანმა მეორეს გამოუსვა ცელი,
ასე რო კიდევ ერთხელ დიდება რუსულ კორუფციას

სავარაუდოდ ზუსტად ეგრევე გამოუსმევს ცელს საარმიო კლანი კადიროველებსაც,
ვაგნერს კიდე ამ ომის დაწყებამდე აფრიკაში 5000-მდე მეომარი ყოლია, თან ეს მართლა კაი სასტავი ყოფილი სპეცნაზელები და მეომრები და არა ეს ნაგავი რაც ეხლა აყავთ.
ძირითადად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიო და კიდე მეზობლებში, სუდანში, ჩადში და კიდე რა არის მანდ.
ტიპებს ფაქტიურად რამდენიმე აფრიკული ქვეყანა ქონდათ კოლონიზირებული და ალბათ ეხლაც აქვთ.