მაღაზიაში ჩავიდოდი და რაც შეიძლება ბევრ საკვებს წამოვიღებდი. წყალს პლუს და მედიკამენტებს.
ყველაფერს ვიყიდდი იმენა. ოღონდ ამ დროს ჯერ არ არის ვირუსი მოსული ჩვენამდე, დაწყების პერიოდია რა.
მერე ჩავიკეტებოდი სახლში და გარეთ არ გამოვიდოდი, სანამ პირველი დედისტყვნა არ გადაგორდებოდა. პანიკები, მოროდიორობა და ა.შ. ხალხის მასები რომ პანიკურად გარბის, საცობები და რიგებია ყველგან, სადაც დაინფიცირების და თავდასხმის რისკი დიდია.
კაი 1 თვე ჩავიკეტებოდი მოკლედ, ან ორი თვე, ნუ იქამდე სადამდეც საკვები და წყალი მეყოფოდა.
მერე შევხედავდი რა, როგორ. რას იტყოდნენ რადიოში, ტელევიზია და ინტერნეტი აღარ იქნებოდა ალბათ და რადიო ოლდ სქულია, სიხშირეები მაინც იქნებოდა. ინფორმაციას შევაგროვებდი ვირუსზე, თუ რაც არის. პლუს სახლში ჯდომის პერიოდში რუკებს შევადგენდი, ქალაქში რა სად არის, იარაღის მაღაზიები, საწყობები, ქარხნები და ა.შ.
გამოვიდოდი ნელ-ნელა გარეთ.
მაგ დროს უკვე დომხალს გადავლილი ექნებოდა, პროდუქტებს აღარავინ აწარმოებს და სუპერმარკეტები დაცარიელებული იქნებოდა, ამიტომ რამე ნაკლებადცნობილ საწყობებს დავუვლიდი, იქნებ რომელიმე გადაურჩა ხეუხლებელი. იარაღის მაღაზიებს ან პოლიციის შენობებს დავივლიდი კიდევ, რამე თავდაცვისთვის გამოსადეგი რომ მეპოვა, სახლში იარაღი არ მაქვს.
ცოტა მარაგს შევივსებდი და მერე ქალაქიდან გავიდოდი უკვე. სადმე მაღალმთიან რეგიონში ალბათ. მაგრამ მანდ ძაან რთულია ზამთარში თავის გატანა, ამიტო არ ვიცი. უეჭველად ტბასთან ახლოს შევეცდებოდი დაბანაკებას, მტკნარი წყლის და თევზის გამო. თევზჭერა გამომდის და ნადირობის აზრზე არ ვარ.
კაროჩე, სახლში ჩავიკეტებოდი მეთქი რო ვთქვი მაგის ჩათვლით გამკეთებელი ვარ, აი მერე სახლიდან გამოსვლისას დამენძრეოდა, დარწმუნებული ვარ მალე მოვკვდებოდი
ninc_lfcძაან რთულია და გამოცდილება ჭირდება. ქალაქში მოგკლავს ვირუსი თუ მთაში სიცივე და შიმშილი, არაა დიდი სხვაობა.
This post has been edited by weasel on 18 Jan 2023, 02:34