###ობებს ხო კარგად აზიარებენ აქ?:დ
ეს პოსტი არავინ არ შემიჩნია :დ
მართოა ნაცები ხოარ ხართ ბიჯო

* * *
ეს ახალგაზრდა პროგრესულია,
მან კარგად იცის კომპიუტერი,
მაშინვე
პატრულს გამოიძახებს -
თუ შეაგინე დედის #####ი.
ის ფერადია, სხვა ბნელებს არ გავს
როგორიც
არის
მთელი ნაცია
იგი ქუჩაში არ დაყრის ნაგავს
და ხშირად ამბობს -, ოკუპაცია '
აქვს მოთმინებით სავსე ფიალა,
და წარმოდგენაც მისი მკვეთრია,
,თავისუფლება
ჩვენი კი არა,
თავისუფალი
ბაზრის
ხვედრია’
ის ამბობს - ,მასკი გადავა მარსზე’
რომ - შავი ხვრელი არის პატარა.
ქარმა ღრუბლები
ქალაქის თავზე
ბომბდამშენივით
გადაატარა..
სადაც სიცოცხლე იქცა იარად,
შრომობენ, მაგრამ ყოფას ვერ ცვლიან
ის დაიბადა
ადამიანად
მაგრამ
დაარქვეს
კონკურენცია.
ვინც დაიხუჭა შახტის გვირაბში
ეს ზიზღნარევი მათი ბრაზია,
მენეჯერული
კლასის წიაღში,
დაბადებულო ბურჟუაზიავ.
2022.
This post has been edited by sxm on 14 Feb 2023, 07:45