სხვანაირად ვუყურებ მე საკითხს.
ჩემთვის პრიორიტეტი არის ქოცების მოშორება, რადგან ეს არის ყველაზე ბინძური ძალა რომელიც ყოფილა საქართველოს მთავრობაში კომუნისტური ადმინისტრაციის ჩათვლით. ღიად მოღალატე, კიარადა მოღალატე ხელისუფლება არასდროს გვყოლია ბოლო 30 წელში. არ არსებობს ხაზი, რომელსაც არ გადაკვეთენ და არ იკადრებენ, რუსებმა რომ შესთავაზონ ქვეყნის ანექსია იმ გარანტიით რომ გუბერნიის მმართველებად დარჩებიან იმ წამსვე ხელს მოაწერენ. ვისაც გააზრებული არ გაქვთ ეს ძალიან ცუდია, იმედია მალე გაიაზრებთ.
ოცნების გაშვების ერთ-ერთი გზა არის არჩევნები.
პროპაგანდით დააზომბეს ხალხი და დააჯერეს ათასი ტყუილი, რის გამოც ოპოზიციისკენ გახედვა არ უნდა ხალხს.
გახარიას შეუძლია იმ ხმების ნაწილის წამოღება რომლებიც არიან ქოცი არ ვარ მაგრამები, დასავლეთი რომ უნდათ მაგრამ ნაცების პირუტყვული და ირაციონალური შიში აქვთ. ეგ არის საკმაოდ დიდი ნაწილი ამომრჩევლის.
ერთი პარტია ვერ აიღებს 50%+ ხმებს რომ ერთპიროვნულად მოვიდეს სათავეში, ამიტომ უნდა დამარცხდეს ოცნება ოპოზიციის კოალიციური ხმებით. რაც ნაკლები იქნება არჩევანი არის უფრო უკეთესი, არ გაიბნევა ხმები და არ მიიმატეს ოცნება ან მათი სატელიტები.
აბსოლიტურად მეორე ხარისხოვანია ჩემთვის გახარია, მიშა, ვანო, ბაჩო, კვირიკაშვილი თუ სხვა, პრიორიტეტი არის ქოცების გაშვება, რომელიც არის ეგზისტენციალური საფრთხე ქვეყნის დამოუკიდებლობის და ასობით ათასი ქართველის სიცოცხლის მოსპობის გარანტი პირდაპირი მნიშვნელობით. აქ შემოსულ რუსებს რა გეგმები აქვთ მედვედევმა გაახმოვანა უკვე და აქ იქნება ბუჩა და ირპენი კუბში
ამიტომ შეიძლება მივცე გახარიას ხმა ან ლელოს.
ეხლა გახარიაზე საუბარი ცალკე თუ გინდა ვილაპარაკოთ, არაა პრობლემა. არანაირი ილუზია არ მაქვს მის ანგელოზობაზე, უბრალოდ როგორც წინა პოსტებში ავღნიშნე: ნებისმიერი ძალა არის უფრო პროგრესული ვიდრე ოცნება.