Seamusმაფშალიას ელარჯი არაა ელარჯი.
მეც არ მქონდა გასინჯული 22 წლამდე მეგრელ კაცს..
მერე ერთხელაც მთაში ავედი
და..
სტუმრის საპატივცემულოდ საღამოს მომზადდა შუაცეცხლზე ღერღილზე მეტი ყველით.. ალბათ 70/30
შუაცეცხლზე ქვაბში გაუჩერებლად ზელენ ჩოგნით არსებულ მასას, მანამ, სანამ ამოზელილი მასა არ გახდება წელვადი და ისეთი, ჩოგნით ამოღებისას რომ არ წყდება..
ყველი აუცილებლად უნდა იყოს იმავე დღის გაკეთებული. რძე რომ გადის ისეთი.
დიდი, დამღლელი ჯაფის შემდეგ, არსებული მასა გადმოაქვთ გადარეცხილ ტაბლაზე, აბრტყელებენ და შემდეგ დანით ჭრიან ნაჭრებად.
ეს არის ელარჯი, ყველა დანარჩენი ელარჯისებრი ღომია.
სურათებში საგვარეულო ქოხია.
აქ იჯდნენ ბაბუაჩემის მამა და ბიძა, შემდეგ კი ბაბუაჩემის სამივე ძმა (ეს დურგალი და მექალთანე იყო, იქ კი ვერცერთი ივარგებდა ).. ყვებოდნენ მეგრულ თქმულებებს, მითებს, ბაზრობდნენ კარგ და გლახა ქალებზე, ორ კაი ჭიქას იტყოდნენ, სარჩო საბადებელ ძროხებზე გამოწეულ მგლის ხროვას ღამეში რამდენჯერმე დააფრთხობდნენ, იქით შველ-ირემსაც გახედავდნენ..
ამაზე ფიქრში, იმ დროიდან თითქმის საუკუნე გავლილს, გეძინება და ღამით მასპინძელის მუჯლუგუნი გაღვიძებს, მგლის ყმუილია მოუსმინეო..
ხოდა აქ, აი იმენა აქ, ხარ ყველაზე ახლოს მაგათთან.. აი აქ არის ის ყველაფერი რაც მერე მთელი ცხოვრება გაგყვება.
აი აქ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «