ნაჩოსთან მგონი შეთანხმდნენ გაგრძელებაზე,
ასენსიოს ხელფასზე ევაჭრებიან, 4-4.5 მილიონი აქვს მგონი ეხლა და 6მდე გაზრდას ითხოვს და ესენი 5 სთავაზობენ ჯერ ჯერობით,
მოდრიჩზე იყო ხმები რო 1 წლით გაგრძელებაზე შეთანხმებულები არიან სიტყვიერადო,
ბენზემას მგონი ეხლა არ უმთავრდება, იქიტა წელს,
კროოსი ჯერ თვითონ არაა ჩამოყალიბებული რა უნდა, გააგრძელებს თამაშს თუ დაასრულებს, თუ გააგრძელებს თვითონ აქვს ნათქვამი რო მხოლოდ მადრიდშიო და მადრიდის მერე სხვაგან თამაშს არ ვაპირებო. შუა მიუნხენში დაბადებული გერმანელი მადრიდისტა აღმოჩნდა

კიდე სებალოსს უმთავრდება კონტრაქტი და მაგასთანაც მიდის მოლაპარაკებები მგონი, თვითონ დარჩენა უნდა როგორც ჩანს და ბოლო ჭორებით, თან ამ ბოლო დროს მეტი სათამაშო დრო ხვდება და მეტი როლი აქვს გუნდში და მოეწონა როგორც ჩანს.
ბრაიმ დიასს გაუგრძელესო კონტრაქტი 2027 წლამდე ამის წინ იყო ინფო,
ნუ მარიანო დიასს უმთავრდება კიდე კონტრაქტი ზაფხულში და მაგას ახალ კონტრაქტს არ სთავაზობენ, მადლობა და ნახვამდი,
იქითა წელს კიდე აზარს უმთავრდება მგონი და მაგასაც ახალ არაფერს სტავაზობენ, გარდა ესპანეთში უფასო მოგზაურობისა და მადრიდში უფასო სავარჯიშო დარბაზისა

თუ შანსი ექნებათ ამ ზაფხულში შეეცდებიან გაყიდვას, თუ ვერა ფეხბურთელს არ დააჯაჩავებენო და გადი გააჯვის ძახილს არ დაუწყებენო, მშვიდად დაელოდებიან კიდე 1 წელი როდის დაუსრულდება კონტრაქტი.
ისე თავის დროზე რეინარისთვის სწორად რო შეერჩევიათ კლუბი მაგასაც კარგი პროგრესი შეიძლება დაედო, მაგრამ 2 წელი დორტმუნდის სკამზე დალპა ტიპი, თან დორტმუნდსაც არ ქონდა ინტერესი რეინარის თამაშის იმიტო რო მერე თავის გემოზე ვერ გაყიდიდა და უბრალოდ რეალი წაიყვანდა უკან.
ენდრიკი 2024 წლის ზაფხულში მოდის ხო?