Tengiz@@გახსოვს თენგიზ კოსმოსში რომ ვიმოგზაურეთ ადრე?(
განყოფილების მთავარი თემა ) ცუნცა თავგადასავალი გამოგვივიდა და იმის მერე სხვათაშორის ტვინსაც ნაკლებად უტყნავ ხალხს ;დ ახლა რადგან დროებით ბანი გადევს და დრო ბევრი გაქვს, მოდი ახალი მოგზაურობა მოვცხოთ.. ოღონდ ამ ჯერზე კოსმოსებში არა.. ამ ჯერად იდეოლოგიებში და პატრიოტიზმების წარმოსახვით სამყაროეში..
წარმოიდგინე, რომ ხარ ადამიანი და გქვია რავი..თენგიზა პირობითად.. მარტივია..
ნელ-ნელა გართულდება

როგორც ადამიანი და თენგიზი შენ ზრუნავ საკუთარ კეთილდღეობაზე.. ცდილობ იცხოვრო და განვითარდე და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავ.. მაგრამ ზოგჯერ, საკუთარი ამბიცური გეგმების და ხედვების რეალიზაციისთვის არ გყოფნის რესურსი.. ამიტომ შენ გადაწყვეტ , რომ გაერთიანდე სხვა ხალხთან ერთად და მზად ხარ შეეგუო იმას, რომ ისინი ყველანი თენგიზები არ იქნებიან..
ვინაიდან თენგიზას ჰყავს ოჯახი, ის უმალვე პოულობს შესაფერისს ხალხს..თენგიზა ენდობა ოჯახის წევრებს და ზრუნავს მათ გადარჩენაზე..მეტიც, ზოგჯერ თავის და გასაკვირად, თენგიზა გრძNობს, რომ მზად არის სიცოცხლეც კი გაწიროს თავისი ოჯახის წევრების გამო.. თენგიზას ბიძა მამის მხრიდან ჩარლზი ამბობს, რომ ეს იმიტომ ხდება, ვინაიდან თენგიზას ტავის ეგოისტური გენების შენარჩუნება სურს.. ხოლო თენგიზას ბიძა დედის მხრიდან სოლომონი აჩვენებს წმინდა წიგნს , რომელშიც წერია, რომ ოჯახი წმინდაა და ასეც უნდა იყოს.. თენგიზას რეალურად ინტერზე კიდია თუ რომელი ბიძაა სინამდვილეში მართალი.. ვინაიდან თენგიზამ სხვა, გაცილებით ავტორიტეტიანი წყაროებიდან იცი, რომ ოჯახი ყველაზე მნიშნელოვანია..

თენგიზას ოჯახში, როგორც ყველას ოჯახში პრინციპში, ყველაფერი იდეალურად არაა.. მაგალითად თენგიზას ბაბუა ძალიან ხმამაღლა ახველებს ხოლმე, რითაც აგიჟებს ხალხს..მაგრამ როდესაც თენგიზასთან სახლში მისი შორეული ნათესავები - ვან პერსიშვილები მოდიან და აკრიტიკებენ ბაბუას, რომ ის ხმამაღლა ახველებს, აი, მაშინ თენგიზა თამამად ბაბუის მხარეს იჭერს და მას იცავს.. მისი ბაბუა ხომ უფრო მნიშნელოვანია ვიდრე ვიღაც ვან პერსიშვილები...

ერთხელ თენგიზასთან მიდის მამამისი და ცუდ ამბავს ეუბნება.. დღეს სოფელმა გადაწყვიტა, რომ თავს დაესხას ოჯახს, ვინაიდან მათ ძალიან კუსა მარკების კოლექცია აქვთ.. სამწუხაროდ, თავდაცისთვის თენგიზას ოჯახი არაა საკმარისი .. ამიტომ მამამისი სთავაზობს, რომ ვან პერსიშვილებთან გაერთიანდნენ..მაგრამ აქ ერთი პრობლემაა.. გარდა იმისა, რომ ვან პერსიშვილები უტრაკებენ თენგიზას ბაბუს, ასევე ისინი ჭამენ თახვებს.. თენგიზას ოჯახში კი თახვები ყოვლეთვის წმინდა ცხოველებად ითვლებოდნენ.. რთული სიტუაციაა..მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ თენგიზა თვლის, რომ ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია და ერთიანდება ვან პერსიშვილებთან..
შიდა და გარე გარემოებებიდან გამომდინარე, გაერთიანების პროცესი რამდენჯერმე მეორდება სხვებთანაც და ხალხის უფრო დიდ რაოდენობასთან, ვიდრე ვან პერსიშვილების ოჯახი..ამიტომ თენგიზას სოციალურ პირამიდას ემატება სულ უფრო და უფრო ახალი დონეები.. და აი, თენგიზა უკვე ბევრი ხალხის და დიდი ერის ნაწილია.. ამ ხალხის წარმომადგენლები საუბრობენ ერთი და იგივე ენაზე, ეთაყვანებიან იგივე რელიგიას და ტრადიციებს, ალაიქებენ იგივე ლოკალურ მიმებს და ქომაგობენ იგივე გუნდს..


და აი ერთ დღეს თენგიზა შეიტყობს, რომ მისი ქვეყნის მთავრობა მზადაა მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც თახვები მიიჩნევიან ნაციონალურ კერძად.. თენგიზას გრძNობები ძალიან შეურაცხყოფილია.. თენგიზა მიდის მთავრობაში და უხსნის, რომ არ შეიძლება ეგეთი ქინძური კანონის მიღება იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის თახვი წმინდა ცხოველია..აი, მაგალითად გვერდითა ქვეყანაში ასრსებობს თავისუფალი თახვიმცემელობა და ეს ყველას ძალიან მოსწონს იქ..
პასუხად თენგიზას დიდი ხანი უყვირიან, აშეიმინგებენ და პატრიოტიზმის არ ქონაში ადანაშაულებენ.. თენგიზა მივიდა სახლში, გაშალა თავის ლეპტოპი და წაიკითხა სიტყვა „პატრიოტიზმი“-ის განმარტება:

თენგიზა უკმაყოფილოა ასეთი განმარტებით და უღრმავდება საკითხს.. სადაც აღმოაჩენს, რომ პატრიოტიზმი ორნაირია.. იდეაში, პატრიოტიზმი უკავშრდება სამშობლოს სიყვარულს მაგრამ იყოფა „ბრმა“ პატრიოტიზმად და „სამოქალაქო პატრიოტიზმად“
ეს 2 პატრიოტიზმი შემდეგნაირად განსხვავდა:
1. ბრმა პატრიოტიზმი: არ შეიძლება გაატრიკო შენი ქვეყანა ან შენი ქვეყნის წარმომადგენელი (იმიტომ რომ ეს ქვაყნას უფრო ცუდს ხდის)
2. სამოქალაქო პატრიოტიზმი: შეიძლება და აუცილებელიცაა გააკრიტიკო ქვეყანა ან მისი წარმომადგენელი (იმიტომ რომ ეს მხოლოდ უკეთესს ხდის მას)
თვითონ ამ სახეობების სახელები და განმარტება მიგანიშNებს, რომელია მაქედან კარგი და რომელია ცუდი.. აქ კლე არავინ არ არის.. თენგიზა გიჟს გავს და უკვირს, როგორ მოხდა ისე, რომ მის ქვეყანაში ცალსახად ცუდი, ბრმა პატრიოტიზმი განვითარდა.. ის მიდის თავის მესამე, ყველაზე ბრძენ ბიძასთან დიოგენესთან და ეკითხებია არის თუ არა ის პატრიოტი..

ძიამ სოციალური ჯგუფების პირამიდას კიდევ ერთი ლეველი მიამატა.. გახდა მსოფლიოს მოქალაქე და გაერთიანდა ყველა ადამიანთანდ დედამიწაზე ( მაგრამ კანადაში მაინც არ უშვებენ ვიზის გარეშე, ბოზები და ამიტომ ბოჩკაში ცხოვრობს)
თენგიზა გახარებულია.. იმიტომ რომ კოსმოპოლიტიზმის დახმარებით ის მარტივად შეძლებს გაარჩიოს პატრიოტიზმის სახეობები.. ბრმა პატრიოტი ვერ იქნება კოსმოპოლიტი..იმიტომ რომ კოსმოპოლიტიზმი მოიაზრებს იმას, რომ რაღაც კონკრეტული შეიძლება სხვა ქვეყანაში/ქვეყნის უკეთესი იყოს, ვიდრე შენს ქვეყნაში..

აქედან კი გამომდინარეობას, რომ შენი ქვეყნის კრიტიკაც რამე კონკრეტულ საკითხში თავისუფლად შესაძლებელია..
აი, სამოქალაქო პატრიოტიზმი კი თავისუფლად თანაცხოვრობს კოსმოპოლიტიზმთან.. შენი საკუთარი შეგიძლია აკრიტიკო და სხვა ქვეყნები მოუყვანო მაგალითად...
თენგიზა საზოგადოების იდეალურ მოწყობაზე ჩაფიქრდა..ისეთ საზოგადოების სადაც ის თვითონ აირჩევს რა მოსწონდეს და კონკრეტულ სიტუაციაში ვისი ინტერესებით იხელმძღვანელოს: საკუთარი, ოჯახის, ნაციის თუ ზოგადად კაცობრიობის..

მაგრამ კოსმოპოლიტიზმი ჯერ არ გახდა ყოვლად აღიარებული, იმიტომ რომ მას ერთი დიდი ნაკლი გააჩნია.. კოსმოპოლიტური დონე - უმაღლესია.. და ზუსტად ამით განსხვავდება სხვებისგან.. ის ვერ მუშაობს ისე, როგორც სხვა დონეები მუშაობენ, როდესაც ერთიანდებიან გარე მტერთან..აი, მაგალითად უცხოპლანეტელები რომ გაჩითულიყვნენ - მაშინ ოკ..დღევანდელი კოსმოპოლიტიზმი გახდებოდა კიდევ ერთი საშუალო დონე და გაცილებით უკეთ გაართმევდა თავს კაცობრიობის გაერთიანაბს გარე მტრის და ხიფათის წინააღმდეგ..


თენგიზა ხვდება, რომ ძალიან რთული იქნება ყველა ადამიანი კოსმოპოლიტი გახადო.. ამიტომ ცდილობს რამე სხვა ნიშანი იპოვოს, რითაც ბრმა პატრიოტიზმს განასხავვებს სამოქალაქო პატროტიზმისგან..და თენგიზა ასეთ ნიშანს პოულობს..
ეს არის - ტაბუ.. ანუ თუ კი ქვეყანაში არსებობს რამე ტაბუ დადებული თემა და მის განხილვას შეზღუდვები ადევს, ესე იგი ეს ბრმა პატრიოტიზმია..ერიდეთ..
თენგიზას თავის სამეცნიერო ნამუშევარი ტაბუს თემაზე მიაქვს „კრიტიკოსებთან“ და მოკლე რეცენზიასაც ღებულობს მათგან:

კრიტიკოს თოლიას მადლობა, მაგრამ აქ კლე კვლავ არავინ არაა... იმიტომ რომ ჩვენ ვითხოვთ არა ბავშვების ჭამის უფლებას, არამეტ შესაძლებლობას, რომ ვისაუბროთ ბავშვების ჭამის ავ-კარგიანობაზე..ადამიანს უნდა ჰქოდნეს უფლება, რომ განიხილოს ეს თემა, ეძებოს თანამოაზრეები, ეცადოს პარლამენტში კენჭი იყაროს ამ იდეის საფუძველზე (თუ კი გამოუვა) და რა თქმა უნდა არ იღებდეს ჰეითის დოზას და არ შეიმინგდებოდეს საზოგადოების მიერ მისი აზრის და მისი ჰიპოთეთური მოსაზრების გამო...

პატრიოტიზმი ხდება „ბრმა“, როდესაც სახელმწიფო, საზოგადოება გიზღუდავენ შესაძლებლობას აკრიტიკო, არ გაიზიარო შენი ქვეყნის კონკრეტული ასპექტი.. კეთილთვისებიანი პატრიოტიზმის ავთვისებიანით ჩანაცვლება ძალიან ჩუმად და შეუმჩნევლად ხდება.. ეს გაგება და ცნება ძალიან ფართოა და გაბლანდული, რითაც ზოგი ცუდი ადამიანი სარგებლობს და ამ ცნებას სულ ახალ და ახალ პირობებს ამატებენ,რაც მათ აწყობთ..ასე მაგალითად:
1. პატრიოტიზმია - როდესაც არ აკრიტიკებ შენს ქვეყანას..
არა, მაგალითად მთავრობის გადაწყვეტილების კრიტიკის გაქრობა აწყობთ მხოლოდ იმ ხალხს, ვინც მთავროაბშია და მიიღო ის კონკრეტული გადაწყვტილებას..არაფერია ცუდი სხვა ქვეყნების მაგალითების გადმოღებაში.. ასევე არაფერია ცუდი კამათში/კრიტიკაში/განხილვაში ნებისმიერი თემის.. ვინაიდან ჭეშმარიტება კამატში იბადება..განსაკუთრებით კი, როდესაც კამათის საზღვრები შემოფარგლული და ფიქსირებული არაა ისეთ ჩარჩოშია როგორც მაგალითად „რა სახის სიკვდილი მიესაჯოთ თახვიჭამიებს“
2. პატრიოტიზმია - როდესაც იცავ ტრადიციებს ..
არა, ტრადიციები არ მოყვება ადამიანს დაბადებიდანვე.. არამეტ ეს კულტურული ფენომენია.. კულტურას კი აქვს ერთი თვისება - ის ცვალებადი.. ამიტომ შესაძლებელია იმის განხილვა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს კულტურა.. რა ჩაითვალოს ცუნცა ტრადიციად და დავიტოვოთ:

ხოლო რა ჩაითვალოს ზღაპრულად კლე ტრადიციად და გავაჯმეინოთ

3. პატრიოტიზმი - როდესაც თაყვანს სცემ ქვეყნის სიმბოლოებს..
რა თქმა უნდა - არა.. ყველაზე კარგი ინდიკატორია, აიღო რამე მოვლენა და დააკვირდე თუ რა მიდგომაა სხვა ქვეყნებში მაგ მოვლენისადმი.. თუ ნორმები განსხვავებულია - ესე იგი ეს ნამდვილად არაა ადამიანის უნივერსალური თვისება და შესაბამისად დისკუსიები მასზე მთლიანად გამართლებულია.. მაგალითად ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს პასუხსიმგბელობა საკუთარი დროშის დაცინავზე..მაგრამ სკანდინავიის ქვეყნებში მაგალითად, საკუთარ დროშას რაც გინდა ის შეგიძ₾ია უქნა და არანაირი დასჯა არაა მაგაზე.. საკუთარს, ვიმეორებ..სხვისის შეურაცხყოფა არ შეიძლება
პატრიოტიზმის ახალი ქვეპუნქტების დამატება, როგორც წესი იმ ლოზუნგით ხდება, რომ ვითომ ქვეყნიერება ამით მაგრდება.. ყველაფერი საუკუნეობრივ იდეოლოგიურ კამათამდე დადის..რომ რა უფრო მნიშნელოვანია - ძლიერი ინდივიდი, თუ სახელმწიფო? ამ კითხვას არ გააჩნია კონკრეტული და ნათელი პასუხი..და მეტიც..არც უნდა ჰქონდეს მასეთი ცალსახა პასუხი.. მთელი ეს პარტიები, პოლიტიკური დინებები და ხედვები, უნდა ქმნიდნენ მუდამ ცვალებად ნორმას.. პროპაგანდა ცდილობს ამ პროცესის იმიტაციას მაგრამ მთლიანად ვერ აკოპირებს მას.. იმიტომ რომ პროპაგანდა იძლებულია რაღაც კონკრეტულ ჩარჩოებში მოექცეს .. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩარჩოები არ არსებობს.. იმ გაგებით კი არა, რომ „არაფერია ჭაშმარიტი და ყველაფერი მოსულა“.. არამეტ „არაფერია მუდმივი ყველაფერი ექვემდებარება განხილვას“
არ მოგწონს ინტერის ფანები - მშვენიერია.. მივცეთ მათაც ხმის ამოღების უფლება და ვეკამათოთ..არ მოგწონს ულტრანციონალისტები? - არავითარი პრობლემა არაა.. შესაძლებელია მათან იკამათო..დაჟე შესაძლებელია უფლება მივცეთ, რომ პარლამენტში მოხვდნენ რათა მათი ზღაპრულად კლე იდეების და ხედვების მთელს ქვეყანაზე გაჟღერება მოხდეს და ამით მათი ნგრევა..
ბრმა პატრიოტიზმი - უბრალოდ საბაბია, რათა ნებისმიერი იდეა გამოცხადდეს როგორც საბოლოო და აღარ დაექვემდებაროს განხილვას.. ამიტომ უცბად ჩნდება იდეის ჩანაცველბის უნივერსალური ინსტრუმენტი :
„მკვლელობა ცუდია, მაგრამ მტრის მკვლელობა სამშობლოს გამო - კარგია“

"ომი ცუდია, მაგრამ სპეციალური სამხედრო ოპერაცია სამშობლოსთვის - კარგია“

დისკრიმინაცია - ცუდია.. მაგრამ სამშობლო უფრო მნიშენლოვანია ამიტომ საქართელოში "მამაკაცს ცოლი არასდროს ერქმევა"

ნებისმიერი დიდ ხანს გამყარებული იდეა ნელ-ნელა ტაბუდ გადაიქცევა..იდეები არ უნდა იყოს მუდმივი და ხელშეუხებელი.. ყოველი იდეა, გარკვეულ წილად ჩამოუყალიებებლი უნდა იყოს.. ყოველის გარშემო უნდა გრძელდებოდეს მუდმივი დისკუსია და საუბარი..გამყარებულ იდეებს მივყავართ რაღაც „უმაღლეს მიზნამდე“ სადაც ყველა ხერხი მოსულა..თვითონ იმის კონცეფცია, რომ ნებისმიერი თემის განხილვა მოსულა, გაცილებით კარგად ჰარმონირებს იმ იდეასთან, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულები ვართ.. და ხო, სამწუხაროდ ყველა თენგიზა არაა ;დ
მოკლედ შევაჯამოდ: როგორ უნდა გამოიმუშავოს თენგიზამ სწორი პატრიოტიზმი?
1. სიტუაციის შეფასებისას ვიხელმძღვანელოთ არა წმინდა „ტაბუთი“, არამეტ საკუთარი აზრებით და შეფასებებით..
ჩვენ თვითონ ავირჩიოთ „აი ეს მომენტი მე მომწონს საკუთარ ქვეყანაშ, აი ეს კი არა - ამას შვედეთიდან გადმოვიღებდი“ სამწუხაროდ ყოვლეთვის არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გამოვთქვათ საკუთარი აზრები მაგრამ საკუთარ თავთან მაინც ხომ შეგვიძ₾ია აღიარება..ამისთვის არავინ დაგაშეიმინგებთ ან დაგადანაშულებთ..
2. პოლიტიკურ პასიურობას მივყავართ ბრმა პატრიოტიზმამდე . „მე პოლიტიკაში არ ვერევი, ქინძზე მკიდია“ ეს ნიშნავს , რომ მე არ ვარ მზად გავერკვიო ცხოვრების სირთულეებში და ამიტომ ჩემი ცხოვრების უმნიშნელოვანესი საკითხების მოგვარებას აი ამათ მივანდობ:

3. ჩვენი პრიორიტეტები არასდროს ჩავთვალოთ ხელშეუხებლად და ჭეშმარიტებად.. მზად ვიყოთ, რომ კორექტივები შევიტანოთ ხოლმე იმის მიხედვით, თუ როგორ შეიცვლება გარემოება..როგორ იმოქმედებს ახალი ინფორმაციის და ახალი მოცუმულობის გაჩენა.. და უბრალოდ ხასიათის შეცვლითაც..
არაა აუცილებელი ჩვენ თვითონვე მოვიგონოთ რაღაც აზრ-დანაშაული და თვითონვე დავისაჯოთ თავები ამის გამო...
არ ეთანხმები რამეს, თენგიზ?
გილოცავ! ესე იგი ყველაფერს სწორად აკეთებ

Liberté, égalité, fraternité...