ბახარხალახო ასეთი არ იყო..
მაშინ უფრო ლაითი იყო და ხალხი უფრო მოდუნებული..
იმანაც ითამაშა ალბათ როლი, რომ გავრილოვი უცბად მოხდა რა.. ბრახ და გაიჩითა, ხალხი ეგრევე გავიდა და ნიადაგი არ იყო ისეთი ფსიქოლოგიური რა..
ახლა კიდე რამდენიმე დღეა განხილვაა ამ კანონის.. ყველამ ახსნა უკვე რას ნიNშავს ეს კანონი და ყველა მიხვდა თუ რა საშინელება რამეა.. და უკვე მუხტმაც მოიმატა რა..
აი ჩემს მეგობარს აქვს ახსნილი ყველაზე კარგად ამ კანონზე:
ჩეჩნეთიდან დაღესტნისკენ მიმავალ ავტობანზე არის ერთი შუქნიშანი, რომელზეც სულ წითელია ჩართული. ყოველდღე ათასობით მანქანა გადის ამ გზას და შუქმნიშანი 24 საათი წთელს უჩვენებს. ეს შეცდომა არ არის, ეს კარგად ორგანიზებული სისტემაა. სურათზე მარჯვნივ თაღი ჩანს და ეს არის ჩეჩნების ქალაქ ახმატ იურტის შესასვლელი (ახმად კადიროვის საპატივსაცემოდ დაერქვა). საქმე იმაშია, რომ თუ ავტობანზე ვინმე ამ პატარა ქალაქიდან მომავალ მანქანას დაეჯახება, ბრალეულობა მისია, რადგან სწორედ მან გაიარა წითელზე. ამით ჩეჩნეთიდან მომავალი მანქანა ყოველთვის დაზღვეულია.
ხსენებული არის ძალაუფლების კარგი ილუსტრაცია. წესები შედგენილია ისე, რომ მათი დარღვევა გარდაუვალია. დამრღვევების უმეტესობა ცხადია არ ისჯება, მაგრამ თუ ძალაუფლების მმართველს სურს მათი დასჯა, ეს სავსებით შესაძლებელია კანონის საფუძველზე - მათ ხომ წითელზე გაიარეს.
ძალაუფლება აღსრულდება არააღსრულებადი წესების შემოღებით და შემდეგ მისი სელექციური გამოყენებით. ეს პატერნი შესამჩნევია მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით ისეთებში, რომლებიც რუსეთისკენ მიდიან ავტობანით.
ეს მაგალითი ასევე, კარგად უჩვენებს სამართლებრივი მიდგომის სისუსტეს. კანონიერება და მისი ტექნიკური აღსრულების სავალდებულოობა ძალიან კარგი იარაღია ძალაუფლების თვითნებური აღსრულებისთვის. გახადე ყველა დამნაშავე და მოახვიე შენი თვითნებური წესები როგორც გინდა. უბრალოდ შექმენი აღუსრულებადი წესები და შემდეგ სელექციურად მიუსადაგე ვინც არ მოგწონს, ან შექმენი რეესტრი დაარეგისტრირე ყველა და შემდეგ აღასრულე კანონი შეხედულებისამებრ.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Liberté, égalité, fraternité...