ვაჰ, მანქანებზე ჩამოგიგდიათ საუბარი
მთაში/კოვიდის პერიოდში მომიწია მართვის მოწმობის აღება და მანქანის ყიდვა.
ბავშვობის Need For Speed-ის მერე არასდროს მქონია საჭიროება ან სურვილი მანქანის ქონისა თუ ყოლისა, იდეაში ქონაა სწორი.
ხოდა ვარჩიე ვარჩიე საკმაოდ კაი ხანი და რამდენიმე ვარიანტი მქონდა საჭიროებიდან გამომდინარე:
1. მაღალი გამავლობა
2. თოვლში გამავლობა
3. ქალაქში ასე თუ ისე მოხერხებულობა
4. ნუ გემოვნების ამბავში ასე თუ ისე კარგი ვიზუალი
5. სალონიც მთლად 2000-იანებიდან არ მინდოდა :დ
ბიუჯეტი $15-20K-ის ფარგლებში გადავწყვიტე.
ვარჩიე ვარჩიე სხვადასხვა ვარიანტები და ერთადერთი, რომელმაც რეალურად დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა იყო Jeep Cherokee 2014+ Trailhawk (3.2 კუბატურის ძრავით).
- ტოიოტას განვიხილავდი, მაგრამ რამდენიმე 4Runner-ის ნახვის შემდგომ, სალონის ანტიკურობამ ამაღებინა ხელი, არც ქალაქში მოხერხებულობის კრეიტერიუმში ჯდებოდა.
- მერსედესის სხვადასხვა ვერსიებს, თუმცა G-ის გარდა ყველა ფაქიზია და შემომაკვდებოდა
- ჩემი ძმაკაცი X5-ებსა და 6-ებს მიკიჟინებდა, მაგრამ ნაჰ
- სუბარუ Crosstrek მოდიოდა მაგ ფასში 2019 წლიანი 10კ გაბენით, მაგრამ საინტერესო მანქანად ვერ მეჩვენა
- Wrangler კარგია უზგოობაში, მაგრამ ქალაქსა და მაგისტრალზე ტლანქია, სალონის ამბავშიც ვერ ქაჩავს
- Grand Cherokee კარგია, მაგრამ Cherokee უფრო მოხერხებულია ზომებიდან გამომდინარე და ვიზუალურადაც უფრო მომწონს
რეალურად ელეგანტურობისა და სალონის მხრივ Alfa Romeo Stelvio მომწონს ყველაზე მეტად, მაგრამ მთაში შემომაკვდებოდა (Offroad-ს არ ვგულისხმობ, სტანდარტულ ქართულ სოფლის გზაზე მაქვს საუბარი).
2 წელზე მეტია დავგორავთ მე და ჩეროკი და აუგს ვერ ვიტყვი, აკეთებს თავის საქმეს

ზაფხულში, ლისის მთებში დავბოდიალობდი და ღრმად რომ შევედი ხეობაში, უკანა მხრიდან სროლები მომესმა. მიდი და გააგონე ახლა რომ დაბოდიალობ და ტყვია არ მოგხვდეს.
გადავწყვიტე მეთქი მივყვევი გზას წინ და სადამდეც წავალ წავალ. საბოლოო ჯამში ძველ ვეძისში მომიწია გადასვლა, არ ველოდი არც ჩემი მძღოლობის გამოცდილებით და არც მანქანით რომ მანდ გავქაჩავდი.
სტანდარტული ჩეროკი საპარკეტო ჯიპების ძმაკაცია, მაგრამ Trailhawk ვერსია უკვე კარგია.
ეს რეალურად არაფერია Off Road-ზე გათვლილი მანქანებისთვის, მაგრამ ჩვეულებრივი სამომხმარებლო კატეგორიის წარმომადგენელმა მგონი კარგად გაართვა თავი და კარგადაც გავერთე




This post has been edited by ANuB1S on 2 Mar 2023, 02:57