


დაენძრა ნეთანიაჰუს
ვითარება გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მოქმედმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა სასამართლო რეფორმების დაწყება, რომელიც ხელისუფლებას აძლევს უფლებას გააკონტროლოს მოსამართლეების დანიშვნები უზანაეს სასამართლოში, საპარლამენტო უმრავლესობით მარტივად დაძლიოს არასასურველი სასამართლო გადაწყვეტილებები და სასამართლო დააკომპლექტოს მმართველი ხელისუფოების მომხრე მოსამართლეებით,
ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით დაწყებულ სასამართლოს რეფორმებს მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა ქვეყნის შიგნით და გარეთ,
ისრაელის მთავრობის ე.წ. სასამართლო რეფორმა დაგმეს დასავლურმა სახელმწიფოებმა, მათ შორის აშშ-მა, პარალელურად კი, გამწვავდა შიდა საზოგადოებრივი პროტესტი,
რეფორმის მიღების შესახებ, უკმაყოფილება განჩნდა უშუალოდ მთავრობაში, რომლის ძირითადი მოწინააღმდეგე ისრაელის თავდაცვის მინისტრი იაოვ გალანტი გახლდათ,
ნეთანიაჰუსა და გალანტს შორის მიმდინარე მრავალდღიანი მოლაპარაკების მიუხედავად, ვერ შეძლო ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის დათანხმება მოცემული სასამართლო რეფორმის მიღების შესახებ, რის გამოც რამდენიმე საათის წინ ნეთანიაჰუმ გალანტი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან,
თავდაცვის მინისტრის გადაყენება გახდა ისრაელში პროტესტის მაქსიმალური რადიკალიზაციის საფუძველი, რომელსაც მხარი დაუჭირა არაერთმა ხელისუფლების წარმომადგენელმა, უცხოეთში მოქმედმა დიპლომატებმა, უნივერისტეტებმა და რაც მთავარია ნეთანიაჰუს გადაწყვეტილება დაგმეს მოსადისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა,
პარალელურად, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ისრაელის მაღალრეიტინგულმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა, რომელთაც ნეთანიაჰუ პიროვნული ინტერესების გამო სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის აუცლებელი წითელი ხაზის გადაკვეთაში დაადანაშაულეს,
ყოფილმა პრემიერმა ნაფტალი ბენეტმა კი, განაცხადა რომ ისრაელი ახლა დგას იომ კუპურის ომის შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხიის წინაშე,
მართლაც, ამ წუთებში, ასიათასობით პროტესტანტია გამოსული ისრაელის დედაქალაქის ქუჩებში და ისინი მოითცოვენ ნეთანიაჰუს დაუყოვნებლივ გადადგომას,
პროტესტის რადიკალიზაციის ფონზე, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა დაიწყეს ნეთანიაჰუს ოჯახის წევრების ევაკუაცია,
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი