არავინ რო არ მოიყვანონ

;((
ტუხელი სომეხ ფორვარდს აკვირდება, რომელიც ლევანდოვსკის ჰგავს
ოთხშაბათს, მიუნხენის ბაიერნის ვარჯიშის საყურებლად მისულმა გულშემატკივრებმა რამდენიმე წამი თვალებს არ დაუჯერეს: ფეხბურთელი, რომელიც რეკორდმაისტერის ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, ძალიან ჰგავდა რობერტ ლევანდოვსკის.
არა, ბარსელონას პოლონელი გოლეადორი მიუნხენში ნამდვილად არ დაბრუნებულა. უბრალოდ, ბაიერნის მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს სინჯებზე ჰყავს ახალგაზრდა თავდამსხმელი, რომელიც შორიდან მართლაც ძალიან ჰგავს ლევანდოვსკის - მოძრაობებით და დარტყმებითაც.
მისი სახელი და გვარია გრანტ-ლეონ რანოსი. და ის 19 წლისაა.
ბაიერნის რეგიონალლიგაში, მოყვარულთა ლიგაში მან 20 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. ეს ტოპ-შედეგია: რანოსს საშუალოდ 127 წუთში გააქვს გოლი და თანაც, ბაიერნის მეორე გუნდში პენალტებს მას ნამდვილად არ არტყმევინებენ.
რანოსი გერმანიაშია დაბადებული, მამა კი სომეხი ჰყავს. 19 წლის შემტევის დებიუტი სომხეთის პირველ ნაკრებში უკვე შედგა - 28 მარტს, კვიპროსის ნაკრებს ტესტ-მატჩში 2 გოლი გაუტანა და ის შეხვედრა 2:2 დასრულდა.
რანოსი 2017 წელს ჰანოვერიდან დორტმუნდის ბორუსიაში გადავიდა, 2018 წელს კი ბაიერნის 16-წლამდელთა გუნდში აღმოჩნდა. ახლა კი ტუხელმა ვარჯიშებზე თავის გამოჩენის შანსი მისცა.
ბაიერნის ფანებმა რანოსი ლევანდოვსკის კი მიამსგავსეს, მაგრამ მისი საყვარელი ფეხბურთელი პოლონელი კი არა, კილიან მბაპეა...
https://europop.ge/article/53088-tukheli-so...egBxJZTY_m4f1Ec This post has been edited by Choncxis mzera on 12 May 2023, 12:21