რავი ბოლოს რო ლიგები მოიგეთ სულ მადრიდისკენ ვიყავი
აქამდე მე დაგეხმარეთ და ეხლა თქვენი ჯერია
ისე სიტის რეალურად ტოპ დაცვა არყავს და შეგიძლაით რო ააყლეოთ
მგელზო და ვინიმ უნდა ააწიოკოს
ლუკა მოდრიჩი სიტისთან მატჩში მონაწილეობით რისკზე მიდის - ხორვატს შეიძლება რამდენიმე თვე გაუცდეს
...................
ლუკა მოდრიჩი ტრავმის რეციდივის შემთხვევაში რამდენიმე თვეს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ „რეალის“ ხორვატმა ნახევარმცველმა ტრავმა „ჟირონასთან“ 25 აპრილის მატჩში მიიღო და 3-4 კვირის გამოტოვება ემუქრებოდა, თუმცა უკვე „ოსასუნასთან“ ესპანეთის თასის 6 მაისს გამართულ ფინალში მოედნაზე შევიდა, როცა ბოლო წუთებზე ტონი კროოსი შეცვალა.
„მან სიტისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კარლო ანჩელოტიმ დასძინა, რომ 37 წლის ნახევარმცველი დღევანდელ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.
Relevo-ს ინფორმაციით, ხორვატი 100%-ით გამოჯანმრთელებული არ არის, ამიტომ ლუკა მოდრიჩის „სიტისთან“ მატჩში მონაწილეობა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.
გარდა ამისა, გამოკვლევაზე გამოჩნდა, რომ მოდრიჩის გაწყვეტილ კუნთს „ელვის“ ფორმა აქვს, რაც გამიზეზების რისკებს ძალიან ზრდის. ასეთ შემთხვევაში, ლუკა მოედანს რამდენიმე თვით ჩამოშორდება, რაც ივნისში მის მონაწილეობას ერთა ლიგის მატჩებში ეჭვქვეშ დააყენებს.
ხორვატმა ამის შესახებ იცის, თუმცა რისკზე წასვლა სურს, რადგან პრიორიტეტად მადრიდის „რეალს“ აყენებს.
This post has been edited by Vanpersie18 on 9 May 2023, 18:06