დალევაზე წერდით, შემოგიერთდებით.
ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში დალევა, როგორც სპორტი, 26 წლის ასაკში "დავხურე". მას მერეც ვსვამ რა თქმაუნდა მაგრამ უფრო მეცნეირებისკენ წაიღო

სულ ვცდილობ გავარკვიო რა და რატო მემართება დალავისას მერე ნაბახუსევზე და ა.შ რაღაც მცირე მიგნებები მაქვს მაგრამ ბევრი რამე კიდე შეუსწავლელია, დაწერეთ ტქვენი ისტორიები და მაგ ხმრივ ვისაც გაიტნერესებთ გამოგვადგება. მეც დავწერ რა მოხდა 26 წლის ასაკში

24-ის ვიყავი საქართველოდან რო წამოვედი, წელიწადი და 10 თვის მერე დავბრუნდი პირველად დაახლოებით ორთვენახევრით, ბოლოს რომ გადავთვალე ამ ორთვენახევრის განმავლობაში, პირველი 67 დღე გამოუტოვებლად ვსვავდი, უმეტესად დღეში ორჯერ, რამდენიმეჯერ სამჯერაც. დალევაში სამ ჭიქა არაყს, ღვინის წრუპვას და ორ ბაკალ ლუდს არ ვგულისხმობ. ერთის მხრივ მაგ დროის უარყოფით შედეგებს ეხლაც ვიმკი მაგრამ თან მეორეს მხრივ მაშინდელი სიამოვნება ეხლაც მახსოვს და ცხოვრების ბოლომდე გამყვება.
ზუსტად მახსოვს 13 ივლისს ღამე ჩამოვედი, უბნის საძმაკაცო მომზადებული დამხვდა იმ ღამეს ჩემთან სახლში დავლიე, მეორე დღეს სანათესაოში, მესამე დღეს უნივერსიტეტის საძმაკაცოსთან, მეოთხე დღეს ვიღვიძებ და ძალიან ცუდად ვარ. წინა დღეს ვისთანაც დავლიე ძველი დროის გახსენების ამბავში შევთანხმდით, რომ რიოში ბილიარდი უნდა გვეთამაშა მივედი მაგრამ მე ეხლა იქ ბილიარდის მთამაშებელი ვერ ვიყავი. დაჟე ისე ვიყავი, ლუდები რო მოვატანინეთ, ცხოვრებაში ალბათ პირველად იყო რომ დავლიე და არ მესიამოვნა. თან გარეთ არის აუტანელი სიცხე, 16 ივლისია და იწვის საბურთალო, საღამოს ცოლის დეიდის დაბადების დღეზე ვარ დაპატიჟებული არ მისვლა არ გამოვა მაგრამ დალევა არც განიხილება. სანამ კონდიციონერიანი ტაქსი არ ვიპოვეთ მანამდე საბილიარდოდან ფეხი არ გამომიდგამს. მივედი როგორღაც დაბადების დღეზე, თავს ძალას ვატან რო არ შევიმჩნიო როგორ ცუდად ვარ სხვებს მუღამი არ გავუფუჭო. როგორღაც თამადასთან ჩავაწყე რო მე ვერ დავლევდი. იუბილარის სადღეგრძელოს დრო რო მოვიდა, დალია თამადამ საკმაოდ მოზრდილი განსხვავებულით და გადმომხდა ჰა ეხლა ცოლის დეიდის როგორ უნდა დალიო ერთიო

დავნამუსდი და გავურისკე. ეგ იყო ალბათ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე უსიამოვნოდ დალეული ღვინის სასმისი. რო ჩავცალე დალევისგან მიღებული უსიამოვნო შეგრძნებების პიკში ვიყავი ფაქტირუად, გემო არ მესიამოვნა, გული ამოვადრნაზე, მცხელა, მაკანკალებს, ოფლი მომდის, ვენები მტკივა. თავი თავისთავად. მერე რაც მოხდა თქვენ არ ვიცი მაგრამ მე კიგამაოცა. დავჯექი თუ არა, სანამ ეს განსხვავებული კრუგში დატრიალდა და ყველამ დალია, ყოველ წამს გემოეტრიული პროგრესიით უკეთ ვხდებოდი. შემდეგი სადღეგრძელოდან შევუბერე ჩვეულებრივ, მოგვიანებით პირველი ორი გამოტოვებული ჭიქის დამატებაც მოვითხოივე და კაროჩე იმ დღეს მაგიდიდან მასპინძელთან ერთად ბოლო ავდექი.
შემდეგ დღეს რო გავიღვიძე კიდე ვკვდებოდი რა თქმა უნდა, დავატანე თავს ძალა დავლიე და ისევ კარგად გავხდი, და ასე გაგრძელდა მთელი 67 დღე. ყოველგვარი გადამეტების გარეშე, აშკარად გაცილებით უკეთ ვგრძნობდი თავს როცა დავლევდი, ვიდრე როცა ფხიზლად ვიყავი. საშუალება იყო, ხალხიც მონატრებული მყავდა, სურვილიც იყო და მოკლედ შევუბერე ლამაზად. ნუ სადაც არ უნდა დამელია, თუ იმ დღეს იქ არ ვჩებოდი და სახლში ვბრუნდებოდი უბანში მინიმუმ ერთი ორლიტრიანი ლუდის დამატება "აბეზალოვკა" იყო.
თან უცნაური კიდე ისაა, რომ ეს არ იყო ლოთობა იმ გაგებიტ როგორც მე წარმომედგინა

ჩვეულებრივ ვცხოვრობდი სხვა მხრივ, ოჯახთანაც ვატარებდი დროს, მეგობრებთანაც, ნათესავებთანც, ფეხბურთსაც ვთამაშობდი მოკლედ რა შვებუელბის დროს როგროც ცხოვრობს ადამიანი ისე ვცხოვრობდი უბრალოდ ყოევლ დღე ვსავდი. თან მომენტებში ისეთი ხალხი გამეჩითებოდა ხოლმე აი ბავშვობის მერე რო არ მყავდა ნანახი და მეთქი აი ნიშანია, ეხლა ამასთან როგორ არ დავლიო

მოკლედ იმ მომენტში საოცრება იყო, ბევრი კარგი მოსაგონარიც დამიგროვდა, სასიამოვნოდაც ვიხსენებ მაგ დროს მაგრამ მეორეს მხრივ როგორც უკვე აღვნიშნე მაგ პერიოდის უარყოფით შედეგებს ეხლაც ვგრძნობ. თუნდაც მარტო ის, რომ სადღაც გულის სიღრმეში ისევ მინდა ეგეთი დრო იყოს არადა უბრალოდ შეუძლებელია აღარ გამოვა და ეს მოცემულობა მიზნების დასახვაში და მერე შესრულებაში ხელს მიშლის.